,,თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016111
  • Word
26
24/02/2012
ვებგვერდი, 02/03/2012
020080130.35.162.016111
,,თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2012 წლის 24 თებერვალი

ქ. ახმეტა

      ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, 020080130.35.162.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 513, 533, 55-ე, 552, 553, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 71-ე, 73-75-ე, 86-ე მუხლებით, 103-ე, 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;“.

ბ) ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 74-ე მუხლით, 1461 მუხლით (გარდა 11, მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1522 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში);“.

დ) ,,ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,(ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიის ფარგლებში)“.

2. დადგენილების პირველ მუხლს ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

,,შენიშვნა: ამ მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებამოსილი პირები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ა. მაილაშვილი