,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016306
21
02/03/2015
ვებგვერდი, 09/03/2015
020080130.35.162.016306
,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №21

2015 წლის 2 მარტი

ქ. ახმეტა

,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
,,თვითმმართველი ერთეულის-ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 020080130.35.162.016081) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
  1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის საკითხის მოწესრიგების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე 67-ე ნაწილების შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

  1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ხოლო მისი დავალებით აგრეთვე სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51², 51³, 52-ე, 53³, 55-ე, 55², 55³, 63-ე, 64-ე, 65-ე, 65¹, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე, 86-ე,119¹ მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 127¹ მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146¹, 148-ე, 150-ე, 150¹, 151-ე, 1534, 159-ე, 159¹, 1778, 1779, 179² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე“.

  1.  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 74-ე მუხლით, 146¹ მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 152² მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში)“.

  1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, ხოლო მისი დავალებით სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196³, 1966 და 197¹ მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე“.

  1. ამოღებულ იქნას პირველი მუხლის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
  1. შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„შენიშვნა: ამ მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებამოსილი პირები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51², 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-65¹, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი