დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111209010, 13/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016079 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2011 - 01/02/2012)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი № 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) ურგენტული;
ბ) ონკოლოგიური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია).
მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 50%-ის ოდენობით.
2. სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 1000 ლარით.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კალენდარული წლის განმავლობაში ბენეფიციარზე სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ერთჯერადად.
მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები
ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:
ა) 3-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლებია და რომელსაც არ აქვს სახელმწიფოს ან/და რომელიმე კერძო კომპანიის სადაზღვევო პოლისი;
ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
მოქალაქემ (ოჯახის წევრმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა), რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სამსახურისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების წინადადებით.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების, შესაბამისი თემის მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათისა და პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე.
მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები