დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016100 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2012 წლის 19 მარტი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (სსმ, ვებ- გვერდი, 111209010, 13/12/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შემდეგი ცვლილებები:
ა) პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები
1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო მომსახურება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:
ა) 3-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქე (მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), რომლის სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ან სადაზღვევო პოლისის მეშვეობით;
ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.
2. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით, დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია“.
ბ) პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების ან/და მგზავრობის ღირებულების (საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურეობის შემთხვევაში) დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში – მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ან ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები