„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016088
  • Word
04
01/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
010250020.35.117.016088
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2012 წლის 01 თებერვალი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის 46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის 46 დადგენილებით (სსმ, ვებ გვერდი, 111209010, 13/12/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამაში“ შემდეგი ცვლილება:

1. პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები

ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:

ა) 3-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო ან/და რომელიმე კერძო კომპანიის სადაზღვევო პოლისი;

ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.“.

2. პროგრამის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირება

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების წინადადებით.

2. საკრებულოს თავმჯდომარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი ამოქმედება განისაზღვროს 2012 წლის 01 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                          . ფარჯანაძე