დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016143 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 111209010, 13/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016079) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
პროგრამის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) მშობიარობა.“; |
ბ)
პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. მწვავე გადაუდებელი და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდება ერჯერადად და არ აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს. 2. მშობიარობის ხარჯი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 3. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.“; |
გ)
პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები 1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება განისაზღვროს 2013 წლის პირველ ივლისამდე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები