დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110623006, 27/06/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/06/2011 - 31/01/2012)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №34
2011 წლის 21 ივნისი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგუ ლირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ “ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისსაკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისსაკრებულო ადგენს:
1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთებ ის მიხედვით:
ა) 7 დღე – 4 ლარი;
ბ) 30 დღე – 10 ლარი;
გ) 182 დღე – 20 ლარი;
დ) 365 დღე – 40 ლარი.
2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ტაქსების პა რ კი რების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთებ ის მიხედვით:
ა) 30 დღე - 20 ლარი.
3 . პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დადგენილი საფასური გადახ დი ლად ითვლება:
ა) 7 დღის შემთხვევაში - მომდევნო 7 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;
ბ) 30 დღის შემთხვევაში - მომდევნო 30 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;
გ) 182 დღის შემთხვევაში - მ ომდევნო 182 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;
დ) 365 დღის შემთხვევაში - მ ომდევნო 365 დღის განმავლობაში, გადახდის დღის ჩათვლით, რომელშიც მოხდა საფასურის გადახდა;
ე ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ ა“ , „ ბ“, „ გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარკირების საფასურის წინა სწარ გადახდის შემთხვევაში გადა ხ დის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორ ციე ლების დღე, ხოლო მისი აქტივა ცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიო დის პარკირების საფასურის ვადის ამოწუ რვის შემდეგ.
4 . პარკირების საფასურის გადახ და განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩე ულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტ რო ნული გადახდის საშუალებებით.
5. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს შპს „ბათუმის პარკინგი“. პარკირების საფასური ირიცხება შპს „ბათუმის პარკინგის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
6 . ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან .
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები