„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 03/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016114
  • Word
24
03/05/2012
ვებგვერდი, 10/05/2012
010250020.35.132.016114
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დადგენილება №24

2012 წლის 3 მაისი

ქალაქი ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                    

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში (სსმ, 27.06.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილებას 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, გარდა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 30 დღე – 45 (ორმოცდახუთი) ლარი.“;

ბ) დადგენილებას 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22  პუნქტი:

„22. იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 01 დღე – 03 (სამი) ლარი.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                   გ.  კირთაძე