დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
4
28/02/2013
ვებგვერდი, 06/03/2013
010250020.35.132.016155
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2013 - 18/01/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
1.
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: |
ა)
1 დღე - 1 (ერთი) ლარი; |
ბ)
7 დღე - 5 (ხუთი) ლარი; |
გ)
30 დღე - 10 (ათი) ლარი; |
დ)
182 დღე - 25 (ოცდახუთი) ლარი; |
ე)
365 დღე - 40 (ორმოცი) ლარი. |
2.
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ტაქსების პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: |
ა)
10 დღე - 10 (ათი) ლარი; |
ბ)
20 დღე - 20 (ოცი) ლარი; |
გ)
30 დღე - 30 (ოცდაათი) ლარი. |
3.
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკომეტრების განთავსების ადგილები, თანახმად დანართისა. |
4.
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: |
ა)
1 საათამდე პერიოდი - 50 (ორმოცდაათი) თეთრი; |
ბ)
2 საათამდე პერიოდი - 1 (ერთი) ლარი; |
გ)
ყოველი შემდეგი 01 (ერთი) საათი - 1 (ერთი) ლარი. |
5.
ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან 31 მაისის ჩათვლით) 19 საათიდან 09 საათამდე მონაკვეთში პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით მოსარგებლე პირი თავისუფლდება პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით მოსარგებლე პირი არ თავისუფლდება ამ დადგენილების პირველი პუნქტით პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან. |
6.
ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად პარკირების საფასურის გადამხდელი თავისუფლდება დადგენილების მე-4 პუნქტით დადგენილი პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან. ამ დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საფასურის გადამხდელი თავისუფლდება დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, გარდა დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. |
7.
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით: |
ა)
1 დღე - 3 (სამი) ლარი; |
ბ)
30 დღე - 30 (ოცდაათი) ლარი; |
გ)
182 დღე - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; |
დ)
365 დღე - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი; |
8.
პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტის შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. |
9.
პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით. |
10.
წინამდებარე დადგენილებით დადგენილი პარკირების საფასურის ამოღებას ახორციელებს ა(ა)იპ - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“. პარკირების საფასური ირიცხება ა(ა)იპ - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას. |
11.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილება. |
12.
პირებს, რომლებსაც წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე გადახდილი აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური გადახდის დროისათვის დადგენილი ოდენობითა და წესით, წინამდებარე დადგენილების შესაბამისად პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის გადახდაზე ვალდებული არიან გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ. |
13.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
5.
27/04/2021 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
15 -
ვებგვერდი, 28/04/2021
4.
25/02/2020 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
15 -
ვებგვერდი, 28/02/2020
3.
29/05/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
44 -
ვებგვერდი, 06/06/2018
2.
16/03/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
30 -
ვებგვერდი, 21/03/2018
1.
18/01/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
2 -
ვებგვერდი, 25/01/2018
დოკუმენტის ცვლილებები
5
მიღების თარიღი : 27/04/2021
გამოქ. თარიღი : 28/04/2021
დოკუმენტის ნომერი : 15
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4
მიღების თარიღი : 25/02/2020
გამოქ. თარიღი : 28/02/2020
დოკუმენტის ნომერი : 15
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 29/05/2018
გამოქ. თარიღი : 06/06/2018
დოკუმენტის ნომერი : 44
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2
მიღების თარიღი : 16/03/2018
გამოქ. თარიღი : 21/03/2018
დოკუმენტის ნომერი : 30
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 18/01/2018
გამოქ. თარიღი : 25/01/2018
დოკუმენტის ნომერი : 2
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები