„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 23/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016094
  • Word
4
31/01/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
010250020.35.132.016094
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულოს

დადგენილება 4

2012 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგი­­ლე­ბით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის და­დგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართ­ველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტა­ქ­სების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში (სსმ, 27.06.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 7 დღე – 8 (რვა) ლარი;

ბ) 182 დღე – 45 (ორმოცდახუთი) ლარი;

გ) 365 დღე – 80 (ოთხმოცი) ლარი.“;

გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ტაქსების პა­­რ­­­კი­რების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

ა) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.“;

ე) დადგენილების მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ვ) დადგენილების მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ იიით:

„ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვ­ა­მ­დე ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქ­ტებით და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნ­ქ­ტ­ის შესაბამისად პარკირების საფასურის წინა­სწარ გადახდის შემთხვევაში გადა­ხ­დის დღედ მიიჩ­ნე­ვა ანგარიშსწორების განხორ­ციე­ლების დღე, ხოლო მისი აქტივა­ცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერი­ო­დის პარკირების საფასურის ვადის ამოწუ­რვის შემდეგ.“;

ზ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიიით:

„5. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი პარკირების საფასურის ამოღებას ახორციე­ლ­ებს არასამე­წა­რმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სატრანსპორტო ინ­ფ­რას­ტ­რუ­ქ­ტ­ურის მართ­ვის სააგენტო“. პარკირების საფასური ირიცხება არასამე­წა­რმეო (არაკომერ­ცი­უ­ლი) იურიდიუ­ლი პირის – „სატრანსპორტო ინ­ფ­რას­ტ­რუქტურის მარ­თ­ვის სააგენტოს“ ან­გა­რიშზე და წარმოა­დ­გ­ე­ნს მის საკუთრებას.“.

2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ბათუმი, ზუ­ბა­ლაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

3. პირებს, რომლებსაც წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე გადახდილი აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური გადახდის დროისათვის დადგენილი ოდე­ნობითა და წესით, წინამდებარე დადგენილების შესაბამისად პარკირების ადგილებით სარგებ­ლო­­ბისათვის საფასურის გადახდაზე ვალდებული არიან გადახდილი საფასურის ვადის ამო­წუ­რ­ვ­ის შემდეგ.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე