დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016098 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და ტაქსების პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის №34 დადგენილებაში (სსმ, 27 .06 .2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, ასევე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის , მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით (პარკირების სპეციალური ადგილები) სარგებლობისათვის საფასური დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 30 დღე – 45 (ორმოცდახუთი) ლარი.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები