იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

  • Word
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 30/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.010160
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
91
30/03/2007
სსმ, 44, 30/03/2007
010340000.22.027.010160
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/03/2007 - 02/04/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.010.160

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №91

2007 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №541 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №35, მუხ. 361).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

თავი I

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

    მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს მთავრობის წევრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელი, მოადგილე.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელი.

თავი II

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 2

1. საქართველოს მინისტრის მოადგილე.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელის მოადგილე.

    მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ლიცენზირების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) პროგრამების/პროექტების სამმართველო/სამმართველოების ხელმძღვანელი;

ლ) ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 4

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ი) გეოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ო) მიწის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:

ა) პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ლ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სტატისტიკის დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია) ხელმძღვანელები.

    მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი.

    მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილე, სარდალი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მოადგილე;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

თ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე.

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელი;

კ) ნოტარიატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ჟ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

რ) სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ს) საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ტ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

უ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ფ) სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ქ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ღ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი;

ყ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    მუხლი 9

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:

ა) მინისტრის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    მუხლი 10

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

პ) საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს ელჩი;

ს) საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

ტ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი;

თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:

ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი, მოადგილე;

კ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ლ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

მ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

ნ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში ხელმძღვანელი, მოადგილე;

ო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე;

პ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ჟ) კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, მოადგილე;

რ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ს) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ფ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ქ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ღ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმარ-თველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ყ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

შ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ჩ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ც) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ძ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

წ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ჭ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელი, მოადგილე;

ხ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.

    მუხლი 15

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) რეფორმების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი;

გ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ვ) დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, წამლის სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

თავი III

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 16

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საქართველოს მოსამართლე.

თავი IV. საქართველოს სხვა თანამდებობის პირები

    მუხლი 17

1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილე.

2. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

4. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი.

5. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

6. საქართველოს სახალხო დამცველი.

7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

8. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიის მდივანი.

    მუხლი 18

1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოებში:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;

ბ) ეკონომიკური საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

დ) საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი.

    მუხლი 19

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

    მუხლი 20

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილე.

    მუხლი 21

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სოციალური სექტორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები.

    მუხლი 22

1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, მოადგილე;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის ხელმძღვანელი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

კ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;

ო) თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორი.

თავი V

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები

    მუხლი 23

1. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მერის პირველი მოადგილე;

გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი.