,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 03/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.011.711
  • Word
96
02/04/2008
სსმ, 50, 03/04/2008
010.340.000.22.027.011.711
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.011.711

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №96

2008 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობ-რივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 30.03.2007წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს მთავრობის წევრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები.“.

2. მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4–მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) გეოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) მიწის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:

ა) პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ლ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სტატისტიკის დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია), ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

    მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სარდალი;

ლ) ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები.

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 9

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:

ა) სამინისტროს სამდივნოს ხელმძღვანელი;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    მუხლი 10

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში:

ა) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი;

თ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ჟ) საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

ს) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

ტ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი.“.

4. მე-13 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) ხელმძღვანელები.“.

5. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმ-ძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები;

ხ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.

    მუხლი 15

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სა-აგენტოს ხელმძღვანელები.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის მდივანი.“.

7. მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-20–23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მისი მოადგილე.

    მუხლი 21

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) I სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) II სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) III სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) IV სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

მ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.

    მუხლი 22

1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;

ო) ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორი.

    მუხლი 23

1. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მერის პირველი მოადგილე;

გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი პირველი მოადგილე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია