დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 20/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.027.012.382 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.382
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №268
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №44, მუხ. 496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“.
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თანდართული ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება;“.
3. ბრძანებით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“;
ბ) მე-8 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:
,,პ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები; საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.“;
დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:
ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელები.“;
ე) 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები