დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 06/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.027.012.866 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.866
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №56
2009 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) ფინანსური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მუხლი 4
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:
ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;
თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;
ი) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
მუხლი 5
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:
ა) პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ლ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ჟ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სტატისტიკის დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელები.“.
2. მე-7 – მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) სარდალი;
პ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები.
მუხლი 8
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.
მუხლი 9
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:
ა) სამინისტროს სამდივნოს ხელმძღვანელი;
ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;
ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;
თ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
ი) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.
3. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:
ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;
პ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი;
ჟ) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
რ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ტ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;
უ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი.
მუხლი 12
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ხელმძღვანელი;
თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი;
ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი.“.
4. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;
ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჟ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ს) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ტ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
უ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ქ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ღ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ყ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
შ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჩ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ც) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ძ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
წ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჭ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ხ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოად-გილეები;
ჯ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.
მუხლი 15
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელები.“.
5. II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები:
,,მუხლი 151
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასაპა-ტიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები.
მუხლი 152
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი;
თ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისა და მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია) ხელმძღვანელები.“.
6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21
საქართველოს კონტროლის პალატაში:
ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;
ბ) პრეზიდიუმის წევრი;
გ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) I სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) II სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) III სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) IV სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;
ნ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები