,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 01/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.066
  • Word
89
30/04/2009
სსმ, 53, 01/05/2009
010.340.000.22.027.013.066
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.066

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №89

2009 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვი-საც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 21

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

პ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა 21-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების 21-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ.

  ზ. ადეიშვილი