დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 253 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/04/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427027, 27/04/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 27/04/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016177 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/04/2011 - 16/06/2011)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №2 53
2011 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის №212 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულება“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 2 7 აპრილიდან .
კ . ბაინდურაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. აკადემია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აკადემიის ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6 აკადემიის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია“.
7. აკადემიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, აბზიანიძის ქ. №4.
მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები
1. აკადემიის მიზანია სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად, აკადემია ახორციელებს:
ა) სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან და არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას;
ბ) აკადემიის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ინოვაციური პროექტების შემუშავებას, დანერგვას ;
გ) სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებას, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;
დ ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის, სტაჟიორებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების ორგანიზებას და მართვას;
ე ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, საცნობარო და სხვა სახის მასალების მომზადებას და გამოცემას;
ვ ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაციას სამინისტროს სისტემის ორგანოებში;
ზ ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო/სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას;
თ) სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ფინანსური სექტორის, ბიზნესის სფეროს წამომადგენლებთან, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან/ დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, და ამ მიზნით სხვადასხვა სახის ფინანსური, ბიზნეს- და საზოგადოებრივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.
3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფუნქციების გარდა, აკადემია უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანოებისთვის/დაწესებულებებისთვის, სხვა ორგანიზაციებისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო ხასიათის პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, აკადემია უფლებამოსილია გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
მუხლი 3. აკადემიის მართვა
1. აკადემიას მართავს აკადემიის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს აკადემიის საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორი :
ა) წარმოადგენს აკადემიას ან უფლებას ანიჭებს აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს აკადემიის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც აკადემიის საქმიანობას განეკუთვნება;
დ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და სასწავლო პროცესებში მონაწილე ყველა პირისათვის;
ე) უზრუნველყოფს აკადემიის თანამშრომლების საქმიანობის კონტროლს;
ვ) წარმართავს და ზედამხედველობს სასწავლო პროცესებს;
ზ) გამოსცემს სასწავლო პროცესების მარეგულირებელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ამტკიცებს აკადემიის შრომის შინაგანაწესს;
ი ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოები ს ოდენობას;
კ) აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე თანამშრომლებთან;
ლ) წყვეტს აკადემიის თანამშრომელთა მივლინებებთან და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
მ) ამტკიცებს აკადემიაში სტაჟირების და პრაქტიკის გავლის წესს;
ნ) ამტკიცებს აკადემიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს;
ო) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
პ ) ამტკიცებს სამინისტროსთან შეთანხმებულ აკადემიის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და ხარჯთაღრიცხვას ;
ჟ ) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს აკადემიის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
რ ) ახდენს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირებას;
ს) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ტ ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
უ ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სათათბირო ორგანოებს, საბჭოებს ან/და კომისიებს და განსაზღვრავს მათ რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის მიმართულებებს (ფუნქციებს) ;
ფ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამშრომლების , სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესებისა (სასწავლო კურსების) და სხვა სახის პროექტების ღირებულებას. უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) და სხვა სახის პროექტების შეღავათიანი ღირებულება ან სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულის უსასყიდლოდ განხორციელების შესახებ;
ქ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. აკადემიას ჰყავს დირექტორის მოადგილე (დირექტორის მოადგილეები ), რომელსაც (რომლებსაც) სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი . დირექტორის მოადგილის (დირექტორის მოადგილეების) ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი .
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მისივე დავალებით, ასრულებს დირექტორის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე).
მუხლი 4 . აკადემიის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
აკადემიის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშოროსო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;
ბ) სამინისტროს სისტემაში სწავლებების საჭიროებათა ანალიზის პროცესებში მონაწილეობა და , მოთხოვნის შემთხვ ევ აში, სხვა დაწესებულებებში, ორგანიზაციებში სწავლებების საჭიროებათა ანალიზის განხორციელება ;
გ) ტრეინერთა შერჩევის, ტრენინგის ექსპერტებისა და ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადების და გადამზადების პროცესების ორგანიზება;
დ) სასწავლო ხასიათის პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება;
ე ) მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა სახის სასწავლო პროგრამების/პროექტების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება ;
ვ ) დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და განხორციელება;
ზ ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სასწავლო ხასიათის პროექტების ორგანიზება და მართვა;
თ ) გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება, ასევე სხვა სახის შეფასებების სისტემების უზრუნველყოფა ;
ი ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების/პროექტების დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა;
კ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის გ ანხორციელება;
ლ) აკადემიის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
მ) აკადემიის ფარგლებში შემუშავებული/განვითარებადი პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების შედეგებზე ანგარიშების მომზადება;
ნ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო/სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება ;
ო) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების დახმარების პროგრამების ტრეინინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების ორგანიზება და განხორციელება;
პ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების დახმარების პროგრამების ტრეინინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაცია;
ჟ) აკადემიის ფინანსურ- და ბიზნესსფეროებთან ურთიერთობის განვითარება, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის უზრუნველყოფა;
რ) საზოგადოებისათვის აკადემიის საქმიანობის გაცნობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება ;
ს) აკადემიის ვებ-გვერდის განახლების უზრუნველყოფა ;
ტ) სამინიტროს სისტემის ორგანოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების, სხვადა სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება და გამოცემა ;
უ) შემოსულობებისა და გადასახდელების დაგეგმვა და წლიური ბიუჯეტის პროექტის ან მასში ცვლილებების პროექტების მომზადება;
ფ) აკადემიის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ქ) ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
ღ) აკადემიის პერსონალის მართვა და დადგენილი წესის შესაბამისად პირადი საქმეების წარმოება;
ყ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე) და საარქივო საქმიანობის ორგანიზება;
შ) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჩ) აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
ც) აკადემიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ძ) სამინისტროს სისტემის ორგანოების და სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, სტაჟირების კანდიდატთა განაცხადების მიღება და დამუშავება;
წ) აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
მუხლი 5 . აკადემიის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიისათვის ქონების გადაცემა, მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები განიკარგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6 . აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემია ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის (დირექტორის მოადგილის ) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. აკადემიას სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) აკადემიის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე აკადემიის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგინს სამინისტროს
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. აკადემიის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
აკადემიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9 . აკადემიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დოკუმენტის კომენტარები