„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016465
  • Word
394
11/09/2012
ვებგვერდი, 12/09/2012
040030000.22.033.016465
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №394

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) „ფ“ ქვეპუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამშრომლების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების ღირებულებას; “.

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 და „ფ2 “ქვეპუნქტები:

„ფ1) უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების შეღავათიანი ღირებულება;

„ფ2) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების), სასწავლო ხასიათის პროექტებისა და სხვა სახის პროექტების უსასყიდლოდ განხორციელების შესახებ; “.

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს და ადგენს სასწავლო პროცესებსა (სასწავლო კურსებსა) და სასწავლო ხასიათის პროექტებზე სწავლების ღირებულების ელექტრონულად გადახდის წესსა და პირობებს. “.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური