დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017845 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აკადემიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის ქ. №5. აკადემიის ტერიტორიული ერთეულების მისამართებია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №8 და ქ. ქუთაისი, ი. ჯავახიშვილის ქ. №5.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი1) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიის თანამშრომელთათვის გასცეს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს1“ ქვეპუნქტი: ,,ს1) ამტკიცებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით პოლიტიკას და შესაბამის დოკუმენტებს;“; გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის მიმართულებით აკადემიაში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მონიტორინგს;“. 3. 42 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები: ,,ო1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის თანამშრომელთა და სხვა პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების უზრუნველყოფა;“; „ო2) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის თანამშრომელთა და სხვა პირთა შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;“; ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) სასწავლო პროცესების ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მართვა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები