დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016632 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აკადემიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მიზანია სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა; შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სტაჟიორებისა და კადრების შერჩევის, თანამშრომლების შესაძლებლობების შეფასების, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში მონაწილეობა.“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკადემიას ჰყავს დირექტორის მოადგილე, რომელსაც, სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი. 5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მოადგილე.“. 4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი: „ძ1) ადამიანური რესურსების მართვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კონსულტაციების გაწევა;“. 5. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. აკადემიის სტრუქტურა აკადემია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) პროგრამების მართვის სამსახური; ბ) ადმინისტრაციული სამსახური.“. 6. 42 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამების მართვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშოროსო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ზრდასრულთა განათლების თანამედროვე პრინციპებზე აგებული სასწავლო პროცესის ორგანიზება; ბ) სწავლების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებისა და სწავლების ფორმების დანერგვა, მეთოდოლოგიური სტანდარტებისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება. არსებული პრაქტიკის დახვეწის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; გ) სასწავლო/სასერტიფიკაციო პროგრამების/სხვა სახის სასწავლო პროექტების კონკრეტული საჭიროებებისა და მიმართულებების, სწავლების ფორმატის/მეთოდების განსაზღვრა, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; სასწავლო მასალების ექსპერტიზა და აკადემიაში დადგენილ მეთოდოლოგიურ და სწავლების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) სწავლების საჭიროებათა ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება, სწავლების საჭიროებათა ანალიზის პროცესების დაგეგმვა/განხორციელება, მონაცემების დამუშავება, საბოლოო შედეგების დადგენა და შესაბამისი ანგარიშების შემუშავება. ასევე, სასწავლო/სასერტიფიკაციო პროგრამების/სხვა სახის სასწავლო პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრა; ე) დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის და პროფესიული განვითარების მიმართულების პროექტების ორგანიზება და განხორციელება; ვ) ტრენერთა შერჩევა, ტრენინგის ექსპერტების, ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება და განხორციელება; ზ) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წამყვანი ტრენერ-ექსპერტების, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოძიება და მათთან თანამშრომლობა; თ) სასწავლო პროცესების დაგეგმვა და მართვა; ი) სასწავლო პროცესების და მასში მონაწილე პირების შეფასების სისტემების შემუშავება, შეფასების პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება, შეფასების შედეგების ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში რეიტინგების სისტემის წარმოება); სასწავლო პროცესის დასასრულს საბოლოო ინფორმაციის დამუშავება და ადმინისტრირება, სასაწავლო პროცესის შედეგად წარმოებული მასალებისა და შესაბამისი დუკუმენტების სისტემატიზაცია; კ) სასწავლო პროცესების ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მართვა; ლ) სასწავლო/სასერტიფიკაციო პროგრამების, სხვა სახის სასწავლო პროექტების შედეგების შეფასება, შეფასების შედეგების დამუშავება და ანალიზი. ანალიზის შედეგების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება; მ) აკადემიის განვითარების მიზნით ინოვაციური პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ნ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში (ამ მოთხოვნის ფარგლებში) კონკურსების, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესების ორგანიზება; ო) აკადემიისა და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის კვლევა, შემუშავება/განახლება და მასთან დაკავშირებული პროცესების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა; პ) აკადემიისა და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარებისთვის კონსულტაციების გაწევა, ასევე, კარიერული წინსვლის კუთხით საჭირო სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების შერჩევა; ჟ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ლ - ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) აკადემიის პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსების, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესების ორგანიზება და განხორციელება;“; გ.გ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები