დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 703 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 01/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/12/1997 - 29/12/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №703
1997 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის №612 ბრძანებულება და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 22 ივლისის №477 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების პუნქტი 3.6.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას სათბობ-ენერგეტიკის სექტორში და ახდენს მისი, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის სისტემურ სახელმწიფოებრივ მართვას.
2. სამინისტრო შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით.
5. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს მისი მმართველობის სფეროში არსებული საწარმოებისა და ორგანიზაციების მეშვეობით, კოორდინაციას უწევს სექტორის საქმიანობას, ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
6. სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მისი მმართველობის სფეროში არსებული დაწესებულებები და საწარმოები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
7. სამინისტრო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, მისი საქმიანობის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
8. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ლერმონტოვის ქ.10.
II. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები
10. სამინისტროს მმართველობის სფეროს და ამოცანებს შეადგენს:
ა) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია. სათბობ-ენერგეტიკის, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის სისტემური სახელმწიფოებრივი მართვა;
ბ) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ) სექტორის დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა, მისი მდგრადი ფუნქციონირება და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის გატარება;
დ) ენერგორესურსების წარმოებასა და მოხმარებაში ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება და ენერგორესურსებზე ყველა კატეგორიის მომხმარებელთა გადახდისუნარიანი მოთხოვნის სტაბილური დაკმაყოფილება;
ე) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია;
ვ) სათბობ-ენერგეტიკული დარგების თავისებურებების გათვალისწინებით, რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი გეგმის შემუშავებისათვის ენერგეტიკულ სექტორში პრივატიზების დარგობრივი პოლიტიკის განსაზღვრა;
ზ) სექტორის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საკრედიტო-საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაცია. ინვესტიციების გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა;
თ) სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის სამრეწველო და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების დასახვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და დადგენილი წესით განხორციელება.
III. სამინისტროს ფუნქციები
11. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკის სექტორის, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის და მისი ცალკეული დარგების განვითარების კონცეფციების, ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა. მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა;
ბ) სათბობ-ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისათვის და შესაბამისად საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარებისათვის ხელის შეწყობა. სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
გ) სექტორში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის ხელის შეწყობა. ინვესტიციების გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება;
დ) საგანგებო სიტუაციებისათვის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავება. ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა, განხილვა, დამტკიცება და მათი დაცვისადმი კონტროლის განხორციელება;
ე) საწვავის სახელმწიფო მარაგების შექმნისა და გამოყენების ორგანიზაცია, ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგი მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტების, განთავსებისა და ექსპლოატაციის ოპტიმალური პირობების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ენერგორესურსების (პროდუქციის, მომსახურების) მომპოვებელი, მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი, შემნახველი, ექსპორტიორ-იმპორტიორი, რეალიზატორი და მომხმარებელი იურიდიული (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით განსაზღვრული ხარისხის დაცვის, უსაფრთხო ექსპლოატაციის შიდასაუწყებო კონტროლისა და სახელმწიფო ენერგოზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება;
თ) განახლებადი ენერგიის ათვისებისა და გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და დარგის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების მართვა;
კ) სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) სექტორის განვითარების ინდიკატური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების ანალიზი;
მ) სამინისტროს გამგებლობაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი, პერიოდული (წლიური, კვარტალური, ოპერატიული) ინფორმაციის მომზადება და სექტორში ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ნ) საანგარიშგებო, მიმდინარე და პერსპექტიული პერიოდებისათვის ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული ბალანსებისა და უმნიშვნელოვანესი სახეობის ენერგორესურსების მატერიალური ბალანსების შედგენა, ანალიზი, დამტკიცება და მათი გაუმჯობესებისათვის ძირითადი მიმართულებების შემუშავება;
ო) სექტორში საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა;
პ) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების საერთო კოორდინაცია და შესაბამისი პროგრამების შემუშავება ენერგოდაზოგვის, ეკოლოგიური და ენერგოუსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით;
ჟ) სექტორში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად ელექტროდანადგარების, აღრიცხვის ხელსაწყოებისა და პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზაცია და კონტროლი;
რ) სექტორში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა.
IV. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
12. დარგის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების შემუშავებაში;
ბ) შეისწავლოს დარგის, მისი ცალკეული დარგების განვითარების დამტკიცებული (მოწონებული) პროგრამების, გეგმებისა და პროექტების შესრულების მიმდინარეობა. ამ მიზნით დადგენილი წესით მიიღოს და განიხილოს ანგარიშები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი მისი მმართველობის სფეროში არსებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა საქმიანობის გასაუმჯობესებლად;
გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის დაპროექტების ფარგლებში განახორციელოს სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების განთავსებისა და ექსპლოატაციის პირობების ლიცენზირება (გარდა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის კანონით მინიჭებული ლიცენზირების უფლებებისა) განსაზღვროს ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპები;
დ) განახორციელოს იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირების სახელმწიფო ენერგოზედამხედველობა და პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის კონტროლი მისი წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების ყველა სტადიაზე;
ე) სამინისტრო, დადგენილი წესით, ხელს უწყობს სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დასაფინანსებლად სხვადასხვა ფორმების გამოყენებას (გრანტები, ფონდები და სხვ.);
ვ) მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისაგან, ორგანიზაციებისაგან, სახელმწიფო და კერძო საწარმოებისაგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისაგან კანონით ნებადართული ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად;
ზ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულება სახელმწიფოს სახელით;
თ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები სხვადასხვა ნორმატიული აქტების, საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების გამო;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებების ფარგლებში განახორციელოს სათანადო უფლებამოსილებანი სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საწარმოებისა და სახელმწიფო ქონების მიმართ;
კ) ხელი შეუწყოს თავის სისტემაში სხვადასხვა სახის საწარმოებისა და ორგანიზაციების შექმნას, მოახდინოს საწარმოთა რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შექმნას ახალი სტრუქტურები, დადგენილი წესით.
ლ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა;
მ) ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციისათვის მოითხოვოს საბიუჯეტო დაფინანსება, აგრეთვე სხვა წყაროებით მოზიდული სახსრები (მათ შორის გრანტები), სახელმწიფო კრედიტები;
ნ) დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგორესურსების მწარმოებელი, გადამცემი, გამანაწილებელი და მომხმარებელი იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკური პირებისათვის ტექნიკური ექსპლოატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, ელექტროენერგიისა და სათბობის წარმოების, სარგებლობისა და აღრიცხვის წესი;
ო) სამინისტრო წარმოადგენს საქართველოში ელექტროუსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს;
პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
V. სამინისტროს ხელმძღვანელობა
13. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს განმგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს; ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონმდებლობით;
გ) პერსონალურად აგებს პასუხს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ასევე პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და იმ კანონების შესრულებისათვის, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო ორგანიზაციათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებათა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ე) პრეზიდენტს წარუდგენს დასანიშნად პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციათა და მმართველობის სფეროში არსებულ სახაზინო საწარმოთა პირველ ხელმძღვანელებს, ითანხმებს მათი მოადგილეების კანდიდატურებს; ნიშნავს დაქვემდებარებულ სააქციო საზოგადოებათა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და მის ხელმძღვანელს;
ზ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
თ) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
ი) დადგენილი წესის მიხედვით ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანიზაციათა დებულებებს, რომელთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ რეესტრში;
კ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
მ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;
ნ) შეაქვს წინადადება სამინისტროს შემოსავლებისა და გასავლების ხარჯთა ნუსხის შესახებ და თვალყურს ადევნებს მის ზუსტ და მიზანმიმართულად შესრულებას;
ო) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს განმგებლობის სფეროს განეკუთვნება;
პ) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ჟ) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით;
რ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე; ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
15. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი და სამი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
16. მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობების განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
VI. მინისტრის სათათბირო ორგანოები
17. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – კომისია) სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
18. კომისიას შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.
19. კომისია იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი.
20. კომისიის წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. კომისიის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულნი იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
21. თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს კომისიის მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
22. კომისიის საქმიანობას და კომისიის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საერთო განყოფილება.
23. კომისია უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები.
24. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იქნა გათვალისწინებული.
25. კომისიის მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.
VII. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
26. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტი;
ბ) რეფორმების დეპარტამენტი;
გ) საფინანსო-ეკონომიკური და ენერგეტიკული ბალანსების დეპარტამენტი;
დ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ე) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების სამმართველო;
თ) ლიცენზირების სამმართველო;
ი) სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველო.
27. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) „საქნახშირი“;
ბ) ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი.
28. სათბობ-ენერგეტიკული სექტორის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება;
გ) ენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა .
29. რეფორმების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი გეგმისა და პრივატიზების დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება;
გ) წინადადებების მომზადება სამინისტროს დაქვემდებარებული სახაზინო საწარმოებისა და სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ.
30. საფინანსო-ეკონომიკური და ენერგეტიკული ბალანსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის კოორდინაციის განხორციელება და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების სამუშაოებში მონაწილეობა;
ბ) საკრედიტო-საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შედგენა და მათი გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
31. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა.
32. კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ბ) საქმიანი კავშირურთიერთობის დამყარება საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე სხვა უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინირება.
33. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაცია და სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; საქმის წარმოების ორგანიზაცია და წარმართვა;
ბ) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების აქტებისა და დავალებების, სამინისტროს ბრძანებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების უზრუნველყოფა.
34. ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ინფორმატიზაციისა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების არსებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) აქტუალური ტექნოლოგიებისა და პროექტების მოძიება და მათი დანერგვისათვის ხელის შეწყობა საერთაშორისო ქსელის (ინტერნეტის) საშუალებით.
35. ლიცენზირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტების, განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების (გარდა ელექტროენერგეტიკული ობიექტების საექსპლუატაციო მზადყოფნის ლიცენზირებისა, რაც ეროვნული ელექტროენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება), ლიცენზირების განხორციელება;
ბ) სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტების, განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების ლიცენზირების წესის შემუშავება.
36. სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების კოორდინაცია, გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გეგმაზომიერი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ენერგეტიკულ პრობლემებთან დაკავშირებული საძიებო, საპროექტო, სამშენებლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია;
გ) სექტორის განვითარების სტრატეგიული საკითხების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
VIII. სამინისტროს სიმბოლიკა
37. სამინისტროს გააჩნია მრგვალი 50 მმ-იანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო“.
38. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
39. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებზე და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე.
40. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
41. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
IX. სამსახურებრივი ზედამხედველობა
42. მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს, სამინისტროს მმართველობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირების აქტებისა და მოქმედებისადმი.
43. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
44. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
დოკუმენტის კომენტარები