,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 03/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
471
29/09/2003
სსმ, 114, 03/10/2003
010.240.030.05.002.002
,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

2003 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების VII თავის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობის და რეფორმების დეპარტამენტი;

გ) ეკონომიკის დეპარტამენტი;

დ) პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი;

ე) მომპოვებელი დარგების დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილება;

თ) ლიცენზირების განყოფილება;

ი) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) ენერგოუსაფრთხოებისა და რეჟიმების დეპარტამენტი;

მ) ბუღალტერია;

ნ) კანცელარია.“.

2. 29-ე მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. საერთაშორისო ურთიერთობისა და რეფორმების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საგარეო ურთიერთობის კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა;

გ) სათბობ-ენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;

დ) ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი გეგმისა და პრივატიზების დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება;

ე) წინადადებების მომზადება სამინისტროს დაქვემდებარებული სახაზინო საწარმოებისა და სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ“.

3. ამოღებულ იქნეს 31-ე მუხლი.

4. 39-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ენერგოუსაფრთხოებისა და რეჟიმების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და კოორდინაცია;

ბ) ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სისტემის ერთიანი სარეჟიმო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორიელება;

დ) სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო ანტიკორუფციული პროგრამის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ვ) ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“.

ე. შევარდნაძე