დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 255 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 05/07/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 06/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.000.05.002.002.000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №255
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს განათლების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №281 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულება;
გ) „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 იანვრის №21 ბრძანებულება;
დ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის პირველი დეკემბრის №703 ბრძანებულება;
ე) „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 ნოემბრის №553 ბრძანებულება;
ზ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მარტის №198 ბრძანებულება;
თ) „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №202 ბრძანებულება;
ი) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულება;
კ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულება;
ლ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულება;
მ) „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულება;
ნ) „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძანებულება;
ო) „საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 დეკემბრის №541 ბრძანებულება;
პ) „საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულება;
ჟ) „საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულება;
რ) „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულება;
ს) „საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის №678 ბრძანებულება;
ტ) „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აპრილის №157 ბრძანებულება;
უ) „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულება;
ფ) „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულება;
ქ) „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულება;
ღ) „საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის №518 ბრძანებულება;
ყ) „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულება;
შ) „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულება;
ჩ) „საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულება;
ც) „საქართველოს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №94 ბრძანებულების პირველი პუნქტი და თანდართული ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება;
ძ) „საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 ოქტომბრის №473 ბრძანებულება;
წ) „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულება;
ჭ) „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულება;
ხ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები