„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის № 703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

  • Word
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის № 703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 642
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
642
13/11/1998
სსმ, 4, 20/11/1998
000000000.00.000.000000
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის № 703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №642

1998 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის № 703 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სათბობ-ენერგეტიკის, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის (რაც მოიცავს მასში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს) სისტემური სახელმწიფოებრივი მართვა“.

2. მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „განსაზღვრა“ და მის მაგივრად დაიწეროს „განსაზღვრა-კოორდინაცია“.

3. მე-12 მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს მფლობელობისა და სარგებლობის უფლებამოსილებანი სამინისტროს მმართველობის სექტორში არსებული სახელმწიფო ქონების მიმართ“.

4. 26-ე მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „ი“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკის დეპარტამენტი“,

„დ) საერთაშორისო ურთიერთობების და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტი“,

„ე) იურიდიული დეპარტამენტი“,

„ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტი“,

„თ) ლიცენზირებისა და ნორმატიული აქტების მომზადების დეპარტამენტი“,

„ი) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი.

5. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტები:

„კ) მომპოვებელი დარგების დეპარტამენტი“,

„ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“,

„მ) უსაფრთხოების სამმართველო“; 

„ნ) მინისტრის აპარატი“.

6. 30-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები “საფინანსო-ეკონომიკური და ენერგეტიკული ბალანსების“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკის“.

7. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;

ბ) საერთაშორისო ინსტიტუტებთან საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა;

გ) ენერგომატარებლების გადაზიდვების და სატრანზიტო კონტრაქტების მონიტორინგი“.

8. 32-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „კანონშემოქმედების და პარლამენტთან ურთიერთობის“ შეიცვალოს სიტყვით იურიდიული“.

9. 33-ე მუხლის „ა“ პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქმისწარმოების ორგანიზაცია და“. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ პუნქტი, ხოლო „გ“ პუნქტი გადაკეთდეს „ბ“ პუნქტად.

10. 34-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვა „სამმართველოს“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტის“. ამავე მუხლის „გ“ პუნქტში სიტყვა „მოძიება“ შეიცვალოს სიტყვით „მოპოვება“.

11. 35-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლიცენზირების და ნორმატიული აქტების მომზადების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“. ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი:

„გ) სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ტექნიკურ-ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, მათი მომზადებისა და დადგენილი წესით რეგისტრაციის კოოორდინაცია.“.

12. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ჰიდრო და თბოენერგეტიკის განვითარების მონიტორინგი, დარგის სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება, სარეალიზაციო პროექტების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მდგომარეობის მონიტორინგი.“.

13. დებულების VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე მუხლი:

37. მომპოვებელი დარგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ნავთობის, გაზის, ნახშირისა და თერმული წყლების სარგებლობასთან და /ან მოპოვებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;

ბ) ნავთობის, გაზის, ნახშირისა და თერმული წყლების სარგებლობასა და/ან მოპოვებასთან დაკავშირებული ოპერაციებისადმი კონტროლი და ზედამხედველობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის უზრუნველყოფა“.

14. დებულების VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე მუხლი:

„38. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისთვის, სოციოლოგიური გამოკვლევების მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ქმედობების და ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

15. დებულების VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

„39. უსაფრთხოების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს აპარატისა და დაქვემდებარებული დარგების თანამდებობის პირთა დაშვება საიდუმლო საქმიანობაზე შესაბამისი ნომენკლატურით;

ბ) საიდუმლო საქმისწარმოება;

გ) სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე შესაძლო დარღვევების აღკვეთის მიზნით სარეჟიმო და დაცვითი ღონისძიებების განხორციელება“.

16. დებულების VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 მუხლი:

„40. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) მინისტრის ბრძანებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი“.

17. დებულების VIII თავის 37-ე მუხლი დაინომროს „41“-ით და თანმიმდევრულად შეიცვალოს მომდევნო ნუმერაცია.

ე. შევარდნაძე