,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 16/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
245
07/06/2003
სსმ, 56, 16/06/2003
010.240.030.05.002.002
,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №245

2003 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. V თავის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი და სამი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.

2.VII თავის 26-ე პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება;

ე) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი;

ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილება;

თ) ლიცენზირების განყოფილება;

ი) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი.“.

3. 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;

ბ) საერთაშორისო ინსტიტუტებთან საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა.

4. 32-ე პუნქტის პირველ აბზაცში „იურიდიული დეპარტამენტი“, შეიცვალოს სიტყვებით: „პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი“.

5. 34-ე პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვა „დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვით „განყოფილება“.

6. 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ლიცენზირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების (გარდა ელექტროენერგეტიკული ობიექტების საექსპლუატაციო მზადყოფნის ლიცენზირებისა, რაც ეროვნული ელექტროენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება), ლიცენზირების განხორციელება;

ბ) სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტების, განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების ლიცენზირების წესის შემუშავება“.

7. 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრო და თბოენერგეტიკის განვითარების მონიტორინგი, სარეალიზაციო პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ბ) ელექტროგადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონიტორინგი“.

ედუარდ შევარდნაძე