საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
527
16/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
040050000.05.002.000000
საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/08/1996 - 29/12/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა 527

1996 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოში სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი.

2. დამტკიცდეს საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის თანდართული დებულება.

3. დამტკიცდეს საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე

თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

ნელი გურგენიძე – „დემოკრატიისა და აღორძინების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო საზოგადოების „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ვიცე- პრეზიდენტი

ვლადიმერ თოდრია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

მიღებულ იქნეს ცნობად, რომ გამგეობაში წევრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს პროექტის დონორის – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გრანტის მმართველი ფონდის – „გადავარჩინოთ ბავშვები“ თითო წარმომადგენელი.

4. ფონდის გამგეობამ ათ დღეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პროექტის განხორციელების წესები.

5. დაინიშნოს ირაკლი კოპლატაძე საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიღებისთანავე ფონდის დებულება შეუსაბამოს მოქმედ კანონმდებლობას.

 ე. შევარდნაძე

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულება

 

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი (შემდგომში – სოციალური ინვესტიციების ფონდი – „სიფი“) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია სოციალური ინფრასტრუქტრების აღდგენა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება.

2. სოციალური ინვესტიციების ფონდი,რომელიც განახორციელებს სოციალური ინვესტიციების ფონდის საცდელ პროექტს, დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტით. ფონდი „გადავარჩინოთ ბავშვები“,აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია, მართავს ამ გრანტს,ხოლო „დემოკრატიის და განვითარების ფონდი“, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია, სიფის პარტნიორია პროექტის განხორციელებაში.

3. სოციალური ინვესტიციების ფონდი თვითდაფინანსებადი, დროებითი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა.

4. სოციალური ინვესტიციების ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და სიფის გამგეობის მიერ დამტკიცებული „პროექტის განხორციელების წესებით.“.

„პროექტის განხორციელების წესები“, დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სიფის საცდელი პროექტის მიმართულებებს,მზადდება სიფის განმახორციელებელი პარტნიორის –„დემოკრატიისა და განვითარების ფონდის“, აგრეთვე პროექტის დონორის – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გრანტის მმართველის ფონდის –„გადავარჩინოთ ბავშვები“ ერთობლივი კონსულტაციით.

5. სოციალური ინვესტიციების ფონდი იურიდიული პირია, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და საბანკო ანგარიში, აგრეთვე ოფიციალური ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

6. სოციალური ინვესტიციების ფონდის სათაო ოფისი განლაგებულია ქ. თბილისში.

 

II. სოციალური ინვესტიციების ფონდის მიზნები და ამოცანები

სოციალური ინვესტიციების ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

– შექმნას ისეთი შესაძლებლობისა და გამოცდილების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს სოციალური ინვესტიციების პროექტის ძირითად ეტაპზე მოსალოდნელი ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტებს განახორციელებს;

– შექმნას „სამოქმედო სახელმძღვნელო“, რომელიც დასახავს შესყიდვების, მიკროპროექტების შერჩევის, შეფასებისა და განხორციელების, აგრეთვე სიფის საქმიანობის წესებს;

– შექმნას სიფის საბუღალტრო აღრიცხვისა და საფინანსო მართვის სისტემა ხარჯების ეფექტიანი კონტროლის გაწევის მიზნით;

– შექმნას მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც გაუადვილებს სიფს მიკროპროექტის განხორციელების პროცესის მართვას.

სოციალური ინვესტიციების ფონდის ძირითადი განვითარების მიზნები და ამოცანებია:

– ხელი შეუწყოს ათიდან თხუთმეტამდე ადგილობრივი თემის (შემდგომში – თემი) შექმნას ინფრასტრუქტურების აღდგენის სიცოცხლისუნარიანი მიკროპროექტების მოსამზადებლად, უხელმძღვანელოს და შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები ობიექტებზე და განახორციელოს ამ ობიექტების შემდგომი მოვლა-პატრონობა;

– ითანამშრომლოს თემთან ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემებისადმი ინტეგრირებული მიდგომის მოსამზადებლად, რათა ხელი შეუწყოს თემებს ამ ობიექტებზე მესაკუთრის გრძნობის ჩამოყალიბებაში;

– გაზარდოს ადგილობრივი კონტრაქტების უნარი, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სიფის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების განხორციელებაში;

– შექმნას ახალი სამუშაო ადგილები შრომატევადი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების გზით.

განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სიფი:

– უზრუნველყოფს ადგილობრივ სამთავრობო,არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თემებს სიფის საქმიანობის შესახებ ინფორმაციით;

– დახმარებას უწევს თემებსა და არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიკროპროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მათთვის ტექნიკური დახმარების გაწევით;

– აფასებს და ამტკიცებს სიფისათვის წარდგენილ მიკროპროექტებს „პროექტის განხორციელების წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დაფინანსებას მათი განხორციელებისათვის, ზედამხედველობას უწევს კონსულტანტების კონკურსებსა და სამშენებლო სამუშაოთა შესრულებას;

– სიფის საქმიანობიდან გამომიდინარე, ასრულებს გამოკვლევებს, გეგმებს სამუშაოებს და აწარმოებს შეფასებებს;

– ხელს უწყობს მიკროპროექტების განხორციელების მონაწილე მცირე კონტრაქტებისა და არასამთავრობო საწარმოების ქმედუნარიანობის ამაღლებას.

 

III. სოციალური ინვესტიციების ფონდის ფინანსური რესურსები და აქტივები

1. სიფს უფლება აქვს შეიძინოს, გამოიყენოს და დახარჯოს ფინანსური რესურსები და საქონელი თავისი საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

2. ფინანსური რესურსების ჩათვლით აქტივების წყაროები შეიძლება იყოს:

– ფინანსური და მატერიალური შენატანები საქართველოსა და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან;

– ფინანსური და მატერიალური შენატანები საქართველოს მთავრობის მხრიდან;

– ფინანსური და მატერიალური შენატანები მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო პროგრამებისაგან;

– საქველმოქმედო შენატანები ცალკეული პირების და ორგანიზაციებისაგან;

 – სხვა წყაროები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

3. სიფს უფლება აქვს გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები, მათ შორის უცხოური ვალუტის ანაგრიშიც საბანკო დაწესებულებებში, დადგენილი წესის მიხედვით.

4. ბანკის ანგარიშიდან ნებისმიერი თანხის გამოტანა უნდა მოხდეს „პროექტის განხორციელების წესების“ შესაბამისად და საჭირო დოკუმენტების იმ პირობებისა და ამოცანების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია „პროექტის განხორციელების წესებით“.

5. სიფის საბუღალტრო სისტემა უნდა იყოს ორგანიზებული და თანმიმდევრული. საბუღალტრო ანგარიშები უნდა მომზადდეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საერთაშორისო სტანდარტების ან დონორის მოთხოვნების შესაბამისად.

6. სიფის ყველა სახის ფინანსური ვალდებულება და სახსრების გაცემა უნდა მოხდეს „პროექტის განხორციელების წესების“ შესაბამისად.

 

IV. პროექტის მართვა

1. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და განვითარების ფონდი“ იქნება სიფის პარტნიორი პროექტის განხორციელებაში. „პროექტის განხორციელების წესებით“ განსაზღვრული უნდა იყოს სიფისა და „დემოკრატიისა და განვითარების ფონდის“ ურთიერთობა, მათი შესაბამისი ვალდებულებები და უფლებამოსილება.

2. სიფის ხელმძღვანელი ორგანოებია:

– სიფის გამგეობა,რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე). გამგეობის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

– აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე.

3. გამგეობის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან:

– არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიისა და აღორძინების ფონდის“ ერთი წარმომადგენელი;

– პროექტის დონორის – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთი წარმომადგენელი;

– გრანტის მმართველი ფონდის – „გადავარჩინოთ ბავშვები“ – ერთი წარმომადგენელი;

4. სიფის აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობს გამგეობის სხდომებში ხმის უფლების გარეშე.

5. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა და განთავისუფლება ხდება თამჯდომარის წარდგინებით, რასაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. გამგეობის ყოველ წევრს ერთი ხმის უფლება აქვს.

7. გამგეობის წევრებმა გამგეობის სხდომებზე შეიძლება მოავლინონ თავიანთი წარმომადგენლები მათთვის ხმის მინიჭების უფლებით.

8. გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს თავმჯდომარეს.

9. გამგეობა:

– ამტკიცებს „პროექტის განხორციელების წესებს“.

– ამტკიცებს სიფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს „სამოქმედო სახელმძღვანელოს“ ჩათვლით;

– სარგებლობს ამ დებულებით და „პროექტის განხორციელების წესებით“ განსაზღვრული სხვა უფლებებით.

10. გამგეობის რეგულარული სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები იმართება თავმჯდომარის ინიციატივით ან გამგეობის ორი წევრის მოთხოვნით.

11. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.

12. სიფის აღმასრულებელი ორგანოა სიფის აღმასრულებელი პერსონალი. მისი საქმიანობა და მიზნები განისაზღვრება „პროექტის განხორციელების წესებით“.

13. აღმასრულებელ პერსონალს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია სიფის საქმიანობისათვის.

14. აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია გამგეობის წინაშე. აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით.

15. აღმასრულებელი დირექტორი:

– მოქმედებს სიფის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე;

– ასრულებს თავის მოვალეობებს „პროექტის განხორციელების წესებით“ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ამ დებულებით დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად;

– ანაწილებს სამუშაოს ოფისის ძირითად პერსონალს შორის საქმიანობის სფერების მიხედვით;

– განკარგავს სიფის აქტივებსა და ფინანსურ რესურსებს „პროექტის განხორციელების წესებისა“და დონორი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;

– ხსნის საბანკო ანგარიშებს;

– ადგენს ოფისის თანამშრომლებისათვის ანაზღაურების ტარიფებსა და წესებს „პროექტის განხორციელების წესებისა“ და ბიუჯეტის შესაბამისად;

– სარგებლობს სიფის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით,თუ ეს უფლებები არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

 

V. სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის შეწყვეტა

სიფის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

8. 06/12/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1027 - სსმ, 142, 08/12/2005 7. 21/03/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 158 - სსმ, 33, 23/03/2005 6. 11/08/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 320 - სსმ, 85, 12/08/2004 5. 28/03/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 105 - სსმ, 25, 01/04/2003 4. 03/02/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 34 - სსმ, 8, 08/02/2000 3. 11/06/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 368 - სსმ, 28(35), 14/06/1999 2. 30/04/1998 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 283 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998 1. 29/12/1997 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 774 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997