„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების თაობაზე

  • Word
„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.000000
  • Word
774
29/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
040050000.05.002.000000
„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №774

1997 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების თაობაზე

იმის გათვალისწინებით, რომ დასრულდა საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საცდელი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა საჭირო ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული საფუძვლების მომზადებას საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი 4-წლიანი პროექტის განხორციელებისათვის და რომლის ფარგლებშიც პროექტის დონორმა – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და გრანტის მმართველმა ფონდმა – „გადავარჩინოთ ბავშვები“ წარმატებით დაასრულეს პროგრამით განსაზღვრული საქმიანობა, გაუქმდეს „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულების მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცი, რის გამოც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გრანტის მმართველი ფონდის – „გადავარჩინოთ ბავშვები“ წარმომადგენლები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გასულად ჩაითვალონ გამგეობის შემადგენლობიდან.

ე. შევარდნაძე