,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.08.002.003
  • Word
206
08/04/2005
სსმ, 41, 08/04/2005
480.130.000.08.002.003
,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

2005 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის     2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებუ­ლებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №69, 2004 წ., მუხ. 615) დამტკიცებულ ,,საქართველოს სამ­სა­­ხუ­რებ­რივი პასპორტის დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დებულების მე-2 მუხლი ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურებრივი პასპორტის გაცემის წესი

სამსახურებრივი პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს;

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარ­ტამენ­ტების და კომიტეტების აპარატის უფროსებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფ­როსის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის თავ­მჯდო­მარის თანაშემწეებს, საქართველოს პარლამენ­ტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განყოფილების უფროსებს, მთავარ, წამყვან და უფროს სპეციალისტებს;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეებს, მთავარ მრჩევლებს და მთავარ სპეციალისტებს;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფრო­სის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის საპარ­ლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის საგარეო ურთიერთობების დეპარტა­მენტის პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეცია­ლისტებს, უფროს სპეციალისტებს, სპეციალისტებს, ამავე დეპარ­ტა­მენტის თარგმნის, კორესპონდენციაზე მუშაობის და გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსს, საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფ­როსს – პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს, საზოგადოე­ბასთან ურთიერთობის, საორგანიზაციო, საქმისწარმოე­ბის, კონტროლის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენ­ტების უფროსებს;

ე) მინისტრის მოადგილეებს, სახელმწიფო მინის­ტრების მოადგილეებს;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერა­ლური შტაბის უფროსის მოადგილეებს;

ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს;

თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღ­ლე­სი საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეებსა და დეპუტატებს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრო­ბის თავმჯდომარეების მოადგილეებსა და მინისტრებს;

ი) საქართველოს გენერალური პროკურორის მოად­გილეებს, სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს;

კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, საქართველოს ეროვ­ნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ­ტამენტის უფროსს და მის მოადგილეებს;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით, არა უმეტეს 30 თანამშრომლისა, თითოეული უწყების მიხედვით;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნე­ბულებს, ქ. თბილისის პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს;

ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით;

ო) სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსს და მოადგილეებს, აგ­რეთვე სააგენტოს 10 თანამშრომელს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს უფროსის მიერ ერთობ­ლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით;

პ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტო­რებს;

ჟ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს;

რ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონ­სულო, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარ­მომად­გენ­­ლობების, სამხედრო მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვ­ლილ პირთა მეუღ­ლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს.”.

2. ,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებ­რივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებუ­ლებით დამტკიცებულ ,,საქართვე­ლოს დიპლო­მატიური პასპორტის დებულებაში” შეტა­ნილ იქნეს ცვლი­ლებები და დამატებები და დებუ­ლე­ბის მე-2 მუხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დიპლომატიური პასპორტის გაცემის წესი

1. დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლა­მენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სა­ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავ­მჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს. დიპლომატიური პასპორტით სარგებ­ლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსი­ლების ვადის გასვლის შემდეგაც;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის საერთაშო­რისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების აპარატის უფროსებს.

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფ­როს­სა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრე­ზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, პროტოკოლის სამსახურების უფრო­სებს და მათ მოადგილეებს, ამავე სამსახურების მთავარ მრჩევ­ლებსა და მრჩევლებს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველ­სა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარ­ტამენტის დირექტორებს;

ე) საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრებს; საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსს, განვითარებისა და რეფორმების დეპარ­ტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩე­ველს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფ­როსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ამავე დე­პარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მი­ნისტრის მთავარ მრჩეველს;

ვ) საქართველოს გენერალურ პროკურორს;

ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსა­მარ­თლეებსა და საქართველოს უზენაესი სასამარ­თლოს მოსამართლეებს;

თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერა­ლური შტაბის უფროსს;

ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამ­შრომლებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბა­მისი უწყების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით, არა უმე­ტეს 30 თანამშრომლისა, თითოეული უწყების მიხედ­ვით;

კ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართვე­ლოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს პატრიარქის ქორეპის­კოპოსს;

ლ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებს;

მ) ქ. თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს;

ნ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს;

ო) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთის ქვეყნებში არსებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდე­ბობაზე მყოფ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგა­ნიზაციებში დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მე­თაურებს, თავდაცვის ატაშეებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).

2. საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ.”.

3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი