,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 23/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 480.130.000.08.002.003
  • Word
155
21/03/2005
სსმ, 33, 23/03/2005
480.130.000.08.002.003
,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №155

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებით (სსმ III, 10.07.2004 წ., №69, მუხ. 615) დამტკიცებულ ,,საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურებრივი პასპორტის გაცემის წესი

სამსახურებრივი პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს;   

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების და კომიტეტების აპარატის უფროსებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეებს, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განყოფილების უფროსებს, მთავარ, წამყვან და უფროს სპეციალისტებს;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეებს, მთავარ მრჩევლებს და მთავარ სპეციალისტებს;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეცია­ლისტებს, უფროს სპეციალისტებს, სპეციალისტებს, ამავე დეპარტა­მენტის თარგმნის, კორესპონდენციაზე მუშაობის და გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსს, საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საორგანიზაციო, საქმისწარმოების, კონტროლის, საფინანსო-სამეურნეო დეპარ­ტამენ­ტების უფროსებს;

ე) მინისტრის მოადგილეებს, სახელმწიფო მინისტრების მოადგილეებს;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებს;

ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს;

თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეებსა და დეპუტატებს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეების მოადგილეებსა და მინისტრებს;

ი) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებს, სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებსა და მოსამართლეებს;

კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეებს;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით, არა უმეტეს 30 თანამშრომლისა, თითოეული უწყების მიხედვით;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქ. თბილისის პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს;

ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით;

ო) სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსს და მოადგილეებს, აგრეთვე სააგენტოს 10 თანამშრომელს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს უფროსის მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით;

პ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს;

ჟ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს;

რ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონ­სულო, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენ­ლობების, სამხედრო მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვ­ლილ პირთა მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს.”

2. ,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დიპლომატიური პასპორტის გაცემის წესი

1.  დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს. დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების აპარატის უფროსებს;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, პროტოკოლის სამსახურების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ამავე სამსახურების მთავარ მრჩევლებს და მრჩევლებს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარ-სარდლის სამხედრო მრჩეველსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს;

ე) საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებს; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ამავე დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს;

ზ) საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად დამტკიცებული სპეციალური ნუსხის მიხედვით, არა უმეტეს 30 თანამშრომლისა, თითოეული უწყების მიხედვით;

თ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს;

ი) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებს;

კ) ქ. თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს;

ლ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს;

მ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთის ქვეყნებში არსებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, თავდაცვის ატაშეებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).

2. საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ”.

3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი