დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.130.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
2005 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №69, მუხ. 615) და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანს და წევრებს;“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები