დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.130.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №19
2005 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №69, მუხ. 615) დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს. დიპლომატიური პასპორტით სარგებ-ლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც”;
,,ვ) საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 თანამშრომელს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს.”
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები