ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110304029, 07/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
111
01/03/2011
ვებგვერდი, 110304029, 07/03/2011
010170000.10.003.016272
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/03/2011 - 21/12/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 11 1

2011 წლის 1 მარტი

. თბილისი

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს:

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა (დანართი 1).

2. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება (დანართი 2).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

დანართი №1

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა:

თამარ მარტიაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე , საბჭოს თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ანდრო გიგაური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი

ეკატერინე ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

სერგი კაპანაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ კინწურაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ირაკლი ფორჩხიძე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე ქურდაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

 

 საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

 

 დავით დარჩიაშვილს – საქრთველოს პარლამენტის წევრს

 ჩიორა თაქთაქიშვილს – საქრთველოს პარლამენტის წევრს

გიორგი ტუღუშს – საქართველოს სახალხო დამცველს.

 

 

 

 

 დანართი 2

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებით.

2. ეს დებულება განსაზღვრავს საბჭოს უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. საბჭოს შემადგენლობა და დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირება რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია:

 ა) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

 ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები;

 გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს ექსპერტები.

    მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს თავმჯდომარე და სხვა წევრები.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭო, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

საბჭოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დადგენილი წესით, იღებს საქართველოს მთავრობა.