„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.018042
422
30/06/2014
ვებგვერდი, 02/07/2014
010170000.10.003.018042
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყოფილი სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2011, 010170000.10.003.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ყოფილი სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა

დავით დარახველიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

გიორგი ზედელაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

დავით ზალკალიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

თამაზ მარსაგიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ირაკლი კოკაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

გუბაზ სანიკიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს;

ეკა ბესელიას - საქართველოს პარლამენტის წევრს;

უჩა ნანუაშვილს - საქართველოს სახალხო დამცველს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი