დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223040, 26/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.10.003.016645 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №485
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში (სსმ, 01/03/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა:
თამარ მარტიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
ანდრო გიგაური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ კინწურაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ირაკლი ფორჩხიძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ირინე ქურდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
დავით დარჩიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ჩიორა თაქთაქიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
გიორგი ტუღუშს – საქართველოს სახალხო დამცველს.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები