დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.10.003.019027 |
|
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2011, 010170000.10.003.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,დანართი №1
|
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა
სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე; პაატა ზაქარეიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იოსებ გოგაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; ხათუნა თოთლაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ივლიანე ხაინდრავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; ირაკლი კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: გუბაზ სანიკიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს; ეკა ბესელიას – საქართველოს პარლამენტის წევრს; უჩა ნანუაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველს.“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები