დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016131 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2010 - 26/01/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №401
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია, განისაზღვრონ:
ა) შემოსავლების სამსახური;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია;
დ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები