დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 29/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016059 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2010 - 13/01/2011)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №236
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ .
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან .
ზ. ადეიშვილი
ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი
მუხლი 1
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, ს აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (შემდგომში – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე) იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახე ლმწიფო რეესტრი).
2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2
1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში არეგისტრირებს და აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
მუხლი 3
1. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-3 –მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
2. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მასზე სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 3 დღის ვადაში.
3 . ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.
4 . საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
5 . საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.
6 . საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
7 . საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს უნდა გადაეცეს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
8 . ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.
9. ბეჭდვითი ფორმით ნორმატიული აქტის წარდგენამდე შესაძლებელია ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით წარდგენა შესაბამის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. ამ შემთხვევაში წარმომდგენი პასუხისმგებელია ელექტრონული ასლისა და ბეჭდვითი ნორმატიული აქტის ურთიერთშესაბამისობაზე. ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით წარდგენის შემთხვევაში წარმომდგენი ვალდებულია 30 დღის ვადაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გადასცეს ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტი.
10. გამოქვეყნებისათვის წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
1 1. გამოქვეყნებისათვის ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.
12. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, გამოსაქვეყნებლად წარდგენილ უნდა იქნე ს აკინძული სახით . ამ შემთხვევაში ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა უნდა დაესვას ბოლო ფურცლის უკანა მხარეს ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.
მუხლი 4
1. საქართველოს საკანონდებლო მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი საქართველო სსაკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.
2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
3 . ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.
4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და გამოქვეყნებას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 5
სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);
ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ვ) ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წყარო და თარიღი;
ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი.
მუხლი 6
1. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.
2. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).
3. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
მუხლი 7
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით .
მუხლი 8
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი | 01 |
| 2 | საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება | 02 |
| 3 | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება | 03 |
| 4 | საქართველოს ორგანული კანონი | 04 |
| 5 | საქართველოს კანონი | 05 |
| 6 | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი | 06 |
| 7 | საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი | 07 |
| 8 | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება | 08 |
| 9 | საქართველოს პარლამენტის დადგენილება | 09 |
| 10 | საქართველოს მთავრობის დადგენილება | 10 |
| 11 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება | 11 |
| 12 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება | 13 |
| 13 | აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება | 14 |
| 14 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება | 15 |
| 15 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება | 16 |
| 16 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება | 17 |
| 17 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება | 18 |
| 18 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება | 19 |
| 19 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება | 20 |
| 20 | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება | 21 |
| 21 | საქართველოს მინისტრის ბრძანება | 22 |
| 22 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება | 25 |
| 23 | თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება | 41 |
| 24 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება | 42 |
| 25 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება | 43 |
| 26 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება | 44 |
| 27 | სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება | 45 |
| 28 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება | 46 |
| 29 | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება | 47 |
| 30 | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი | 40 |
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი
კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია | 29 |
| 2 | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი | 30 |
| 3 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება | 31 |
| 4 | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება | 32 |
| 5 | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება | 33 |
| 6 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება | 34 |
| 7 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი | 51 |
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება | 35 |
| 2 | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება | 36 |
| 3 | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება | 37 |
| 4 | ქ. თბილისის მერის ბრძანება | 52 |
| 5 | ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება | 53 |
მუხლი 9
1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | საქართველოს პარლამენტი | 001 |
| 2 | საქართველოს პრეზიდენტი | 002 |
| 3 | საქართველოს მთავრობა | 003 |
| 4 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო | 004 |
| 5 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია | 006 |
| 6 | აუდიტორული საქმიანობის საბჭო | 007 |
| 7 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 008 |
| 8 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია | 009 |
| 9 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია | 010 |
| 10 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 011 |
| 11 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 012 |
| 12 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 013 |
| 13 | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო | 014 |
| 14 | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო | 017 |
| 15 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | 022 |
| 16 | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | 023 |
| 17 | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | 024 |
| 18 | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი | 025 |
| 19 | საქართველოს თავდაცვის მინისტრი | 026 |
| 20 | საქართველოს იუსტიციის მინისტრი | 027 |
| 21 | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი | 029 |
| 22 | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | 030 |
| 23 | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | 032 |
| 24 | საქართველოს ფინანსთა მინისტრი | 033 |
| 25 | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | 034 |
| 26 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | 035 |
| 27 | საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | 037 |
| 28 | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი | 038 |
| 29 | თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი | 046 |
| 30 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 047 |
| 31 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი | 048 |
| 32 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი | 048 |
| 33 | სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი | 050 |
| 34 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი | 051 |
| 35 | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი | 052 |
| 36 | სხვა ადმინისტრაციული ორგანო | 036 |
| 37 | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი | 054 |
| 38 | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი | 055 |
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო | 056 |
| 2 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | 057 |
| 3 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 058 |
| 4 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია | 059 |
| 5 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო | 060 |
| 6 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | 061 |
| 7 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 062 |
| 8 | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია | 063 |
3. თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | თვითმმართველი ერთეული | კოდი |
| 1 | საქართველოს დედაქალაქი – თბილისი | 101 |
| 2 | აჟარის მუნიციპალიტეტი | 102 |
| 3 | მესტიის მუნიციპალიტეტი | 103 |
| 4 | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 104 |
| 5 | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 105 |
| 6 | ხობის მუნიციპალიტეტი | 106 |
| 7 | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 107 |
| 8 | სენაკის მუნიციპალიტეტი | 108 |
| 9 | მარტვილის მუნიციპალიტეტი | 109 |
| 10 | აბაშის მუნიციპალიტეტი | 110 |
| 11 | თვითმმართველი ქალაქი ფოთი | 111 |
| 12 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | 112 |
| 13 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 113 |
| 14 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | 114 |
| 15 | ლენტეხის მუნიციპალიტეტი | 115 |
| 16 | ცაგერის მუნიციპალიტეტი | 116 |
| 17 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | 117 |
| 18 | ონის მუნიციპალიტეტი | 118 |
| 19 | ხონის მუნიციპალიტეტი | 119 |
| 20 | სამტრედიის მუნიციპალიტეტი | 120 |
| 21 | ვანის მუნიციპალიტეტი | 121 |
| 22 | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 122 |
| 23 | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 123 |
| 24 | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 124 |
| 25 | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 125 |
| 26 | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 126 |
| 27 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 127 |
| 28 | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 128 |
| 29 | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 129 |
| 30 | საჩხერის მუნიციპალიტეტი | 130 |
| 31 | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 131 |
| 32 | თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 132 |
| 33 | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | 133 |
| 34 | ქედის მუნიციპალიტეტი | 134 |
| 35 | შუახევის მუნიციპალიტეტი | 135 |
| 36 | ხულოს მუნიციპალიტეტი | 136 |
| 37 | ადიგენის მუნიციპალიტეტი | 137 |
| 38 | ახალციხის მუნიციპალიტეტი | 138 |
| 39 | ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 139 |
| 40 | ასპინძის მუნიციპალიტეტი | 140 |
| 41 | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 141 |
| 42 | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 142 |
| 43 | ხაშურის მუნიციპალიტეტი | 143 |
| 44 | ქარელის მუნიციპალიტეტი | 144 |
| 45 | თიღვის მუნიციპალიტეტი | 145 |
| 46 | ქურთის მუნიციპალიტეტი | 146 |
| 47 | ერედვის მუნიციპალიტეტი | 147 |
| 48 | გორის მუნიციპალიტეტი | 148 |
| 49 | კასპის მუნიციპალიტეტი | 149 |
| 50 | ახალგორის მუნიციპალიტეტი | 150 |
| 51 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | 151 |
| 52 | დუშეთის მუნიციპალიტეტი | 152 |
| 53 | მცხეთის მუნიციპალიტეტი | 153 |
| 54 | თიანეთის მუნიციპალიტეტი | 154 |
| 55 | წალკის მუნიციპალიტეტი | 155 |
| 56 | დმანისის მუნიციპალიტეტი | 156 |
| 57 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 157 |
| 58 | ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 158 |
| 59 | მარნეულის მუნიციპალიტეტი | 159 |
| 60 | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 160 |
| 61 | გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 161 |
| 62 | ახმეტის მუნიციპალიტეტი | 162 |
| 63 | თელავის მუნიციპალიტეტი | 163 |
| 64 | ყვარლის მუნიციპალიტეტი | 164 |
| 65 | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი | 165 |
| 66 | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 166 |
| 67 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | 167 |
| 68 | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 168 |
| 69 | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი | 169 |
მუხლი 10
1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.
2 . ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ძირითად ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების ასახვას და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.
3. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
დანართი №1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
| № | ნორმატიული აქტის სახე | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება | ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური | მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი | ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) | ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი | ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები