დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016323 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №111
2012 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201 1 წლის 2 9 დეკემბრის № 158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201 1 წლის 2 9 დეკემბრის № 158 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 040150000.22.027.016225, 01/01/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი.“.
2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.“.
3. ბრძანების № 2 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი | 01 |
| 2 | საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება | 02 |
| 3 | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება | 03 |
| 4 | საქართველოს ორგანული კანონი | 04 |
| 5 | საქართველოს კანონი | 05 |
| 6 | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი | 06 |
| 7 | საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი | 07 |
| 8 | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება | 08 |
| 9 | საქართველოს პარლამენტის დადგენილება | 09 |
| 10 | საქართველოს მთავრობის დადგენილება | 10 |
| 11 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება | 11 |
| 12 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება | 13 |
| 13 | აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება | 14 |
| 14 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება | 15 |
| 15 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება | 16 |
| 16 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება | 17 |
| 17 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება | 18 |
| 18 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება | 19 |
| 19 | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება | 58 |
| 20 | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება | 57 |
| 21 | საქართველოს მინისტრის ბრძანება | 22 |
| 22 | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება | 56 |
| 23 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება | 42 |
| 24 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება | 43 |
| 25 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება | 44 |
| 26 | სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება | 45 |
| 27 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება | 46 |
| 28 | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება | 48 |
| 29 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 54 |
| 30 | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 55 |
| 31 | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი | 40“. |
4. ბრძანების №3 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს
(თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | საქართველოს პარლამენტი | 001 |
| 2 | საქართველოს პრეზიდენტი | 002 |
| 3 | საქართველოს მთავრობა | 003 |
| 4 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო | 004 |
| 5 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია | 006 |
| 6 | აუდიტორული საქმიანობის საბჭო | 007 |
| 7 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 008 |
| 8 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია | 009 |
| 9 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია | 010 |
| 10 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 011 |
| 11 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 012 |
| 12 | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი | 070 |
| 13 | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე | 069 |
| 14 | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი | 068 |
| 15 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | 022 |
| 16 | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი | 023 |
| 17 | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | 024 |
| 18 | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | 025 |
| 19 | საქართველოს თავდაცვის მინისტრი | 026 |
| 20 | საქართველოს იუსტიციის მინისტრი | 027 |
| 21 | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი | 029 |
| 22 | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | 030 |
| 23 | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | 032 |
| 24 | საქართველოს ფინანსთა მინისტრი | 033 |
| 25 | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | 034 |
| 26 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | 035 |
| 27 | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | 037 |
| 28 | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი | 038 |
| 29 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 047 |
| 30 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი | 048 |
| 31 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი | 064 |
| 32 | სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი | 050 |
| 33 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი | 051 |
| 34 | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი | 054 |
| 35 | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი | 055 |
| 36 | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე | 065 |
| 37 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი | 066 |
| 38 | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი | 067 |
| 39 | სხვა ადმინისტრაციული ორგანო | 036“. |
მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები