დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016252 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №34
2012 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
| № | ნორმატიული აქტის სახე | კოდი |
| 1 | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი | 01 |
| 2 | საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება | 02 |
| 3 | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება | 03 |
| 4 | საქართველოს ორგანული კანონი | 04 |
| 5 | საქართველოს კანონი | 05 |
| 6 | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი | 06 |
| 7 | საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი | 07 |
| 8 | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება | 08 |
| 9 | საქართველოს პარლამენტის დადგენილება | 09 |
| 10 | საქართველოს მთავრობის დადგენილება | 10 |
| 11 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება | 11 |
| 12 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება | 13 |
| 13 | აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება | 14 |
| 14 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება | 15 |
| 15 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება | 16 |
| 16 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება | 17 |
| 17 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება | 18 |
| 18 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება | 19 |
| 19 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება | 20 |
| 20 | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება | 57 |
| 21 | საქართველოს მინისტრის ბრძანება | 22 |
| 22 | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება | 56 |
| 23 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება | 42 |
| 24 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება | 43 |
| 25 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება | 44 |
| 26 | სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება | 45 |
| 27 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება | 46 |
| 28 | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება | 48 |
| 29 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 54 |
| 30 | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 55 |
| 31 | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი | 40“. |
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
| № | ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) | კოდი |
| 1 | საქართველოს პარლამენტი | 001 |
| 2 | საქართველოს პრეზიდენტი | 002 |
| 3 | საქართველოს მთავრობა | 003 |
| 4 | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო | 004 |
| 5 | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია | 006 |
| 6 | აუდიტორული საქმიანობის საბჭო | 007 |
| 7 | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 008 |
| 8 | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია | 009 |
| 9 | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია | 010 |
| 10 | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 011 |
| 11 | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 012 |
| 12 | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 013 |
| 13 | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე | 069 |
| 14 | ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი | 068 |
| 15 | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | 022 |
| 16 | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი | 023 |
| 17 | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | 024 |
| 18 | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | 025 |
| 19 | საქართველოს თავდაცვის მინისტრი | 026 |
| 20 | საქართველოს იუსტიციის მინისტრი | 027 |
| 21 | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი | 029 |
| 22 | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | 030 |
| 23 | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | 032 |
| 24 | საქართველოს ფინანსთა მინისტრი | 033 |
| 25 | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | 034 |
| 26 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | 035 |
| 27 | საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | 037 |
| 28 | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი | 038 |
| 29 | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 047 |
| 30 | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი | 048 |
| 31 | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი | 064 |
| 32 | სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი | 050 |
| 33 | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი | 051 |
| 34 | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი | 054 |
| 35 | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი | 055 |
| 36 | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე | 065 |
| 37 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი | 066 |
| 38 | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი | 067 |
| 39 | სხვა ადმინისტრაციული ორგანო | 036“. |
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები