„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111229062, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016224
  • Word
157
29/12/2011
ვებგვერდი, 111229062, 29/12/2011
040150000.22.027.016224
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 157

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით (სსმ, 170, 29/12/2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-3- მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას – მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8 . ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.“.

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. გამოქვეყნებისათვის წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-3- მე-7 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული   კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111 . თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ 9 ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.“.

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებ ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და გამოქვეყნებას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));“;

) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;“;

) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად,  ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.

5. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.

6. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.“.

7. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  დანართი № 1

 

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა

 

ნორმატიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი )

ორგანოს (თანამდებობის პირის ) სახელწოდება

ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური

მიღების (გამოცემის ) თარიღი და ადგილი

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი ) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული))

ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი

                                                                                                                                                                           “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი