„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110822001, 22/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016187
  • Word
120
22/08/2011
ვებგვერდი, 110822001, 22/08/2011
040150000.22.027.016187
„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 120

2011 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის                         28 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებაში (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1 . მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.“ .

2 . მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი

01

2

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

02

3

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება

03

4

საქართველოს ორგანული კანონი

04

5

საქართველოს კანონი

05

6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

06

7

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

07

8

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

08

9

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

09

10

საქართველოს მთავრობის დადგენილება

10

11

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება

11

12

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება

13

13

აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება

14

14

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება

15

15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

 მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება

16

16

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება

17

17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

18

18

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება

19

19

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება

20

20

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

 თავმჯდომარის ბრძანება

21

21

საქართველოს მინისტრის ბრძანება

22

22

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება

56

23

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება

41

24

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება

42

25

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება

43

26

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება

44

27

სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება

45

28

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება

46

29

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება

48

30

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

54

31

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

55

32

სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი

40

3 . მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

საქართველოს პარლამენტი

001

2

საქართველოს პრეზიდენტი

002

3

საქართველოს მთავრობა

003

4

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

004

5

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია

006

6

აუდიტორული საქმიანობის საბჭო

007

7

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

008

8

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

009

9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

010

10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

011

11

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

012

12

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

013

13

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

014

14

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი

068

15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

022

16

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

023

17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

024

18

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

025

19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

026

20

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

027

21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

029

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

030

23

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

032

24

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

033

25

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

034

26

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

035

27

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

037

28

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

038

29

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი

046

30

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

047

31

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

048

32

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

064

33

სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

050

34

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

051

35

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

054

36

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

055

37

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე

065

38

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

066

39

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

067

40

სხვა ადმინისტრაციული ორგანო

036

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი