დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 06/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.198 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/04/2005 - 28/12/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2005 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
რამაზ გიორგაძე – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი
ვაჟა დუდუჩავა – ბათუმის ნავსადგურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბ ზალკანიანი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ირაკლი მესხელი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის III მდივანი, კომისიის მდივანი
თემურ მიმინოშვილი – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი
გიორგი მჟავანაძე – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ისაკ ნოვრუზოვი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. სამთავრობო კომისიამ მომზადებული დასკვნები წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.
3. სამთავრობო კომისია დასკვნას იღებს თავის სხდომაზე.
4. დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები