„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024581
187
10/06/2024
ვებგვერდი, 11/06/2024
010220020.10.003.024581
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

 

 

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თანათავმჯდომარე;

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

თენგიზ ნასარიძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

მზია გიორგობიანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;

გივი ზედელაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ალექსანდრა სულაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ნანა შავიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნების და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;

ნინო უტიაშვილი

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

ომარ კაჭარავა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი;

დავით ფერაძე

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი;

გიორგი პერტაია

სსკ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტი;

მიხეილ ხიდურელი

სსიპ-ის  – აწარმოე საქართველოში დირექტორი;

ალექსანდრე ონოფრიშვილი

სსიპ – კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი;

გოგიტა თოდრაძე

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;

თამარ ყორიაული

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული   ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

ვახტანგ ჯორბენაძე

სს „საქართველოს განვითარების ფონდის“  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

კახი დემეტრაშვილი

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

ზურაბ წიკლაური

სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე;

ვახტანგ ლომჯარია

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;

მერი მაჭარაშვილი

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი;

გოჩა ალადაშვილი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, წამლის რეგისტრაციის, კლინიკური კვლევების და ფარმაცევტული დაწესებულებების ნებართვების სამმართველოს უფროსი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე