დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 21/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.841 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №200
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №39, მუხლი 409) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა ახალაძე – შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
მინდია გადაევი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი
ფრიდონ სურმანიძე – შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
გიორგი ჩხეიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საელჩოში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები