„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023954
121
27/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010220020.10.003.023954
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის (შემდგომში − კომისია) საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი − კომისიის თანათავმჯდომარე;

ბ) გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გ) გურამ გურამიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

დ) გიორგი ხანიშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ე) ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ვ) მზია გიორგობიანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ზ) ზურაბ აბდუშელიშვილი

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

თ) გივი ზედელაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ი) მარიამ გაბუნია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

კ) ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ლ) თენგიზ კალანდაძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) ნანა შავიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნების და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი − კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;

ნ) მიხეილ პაატაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი;

ო) დავით საგანელიძე

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;

პ) დავით ფერაძე

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი;

ჟ) გიორგი პერტაია

სსკ − საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;

რ) ალექსანდრე ონოფრიშვილი

სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი;

ს) გოგიტა თოდრაძე

სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;

ტ) მანანა ფრუიძე

სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე;

უ) ვახტანგ კურცხალია

სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული   ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;

ფ) ქეთევან ჩუხუა

სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი;

ქ) დიმიტრი გულისაშვილი

სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი