„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016777
  • Word
104
23/03/2012
ვებგვერდი, 29/03/2012
010220020.10.003.016777
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 104

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბ­ლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგე­ნი­ლებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამი­სად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თა­ნამშ­რომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ ჯანელიძე       – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინის­ტრის მოადგილე

გენადი არველაძე        – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთო­ბების დეპარტამენტის უფროსი

მარიამ გაბუნია  – საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის საგა­რე­ო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუ­ფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი

გოგიტა გვენეტაძე       – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პო­ლი­ტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგი­ლე

ეკატერინე ეგუტია – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვ­ნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე

სერგო კალაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაც­ვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამე­ბისა და ქართული კულტურის პოპულარი­ზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგ­რა­მების სამმართველოს უფროსი

გიორგი კუბლაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბ­ლი­კებში

თამარ პატარიძე – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავ­­­­­მჯდომარის მოადგილე

მაია სიდამონიძე –        სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

მანანა ქავთარაძე         – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთი­ერ­თობების სამმართველოს უფროსი

ირაკლი ქაშიბაძე         – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვა­ცი­ე­­ბის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების მინისტრის მოადგილე

ნანა შავიძე        – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერ­თობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრო­ბის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

მამუკა ციხელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენ­ტის დირექტორი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ . გილაური