საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე

  • Word
საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
684
08/12/1998
სსმ, 6, 24/12/1998
010.340.000.05.002.001.
საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/12/1998 - 27/03/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №684

1998 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე

1. დამტკიცდეს „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ ერთ თვეში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს იმ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სავალდებულოა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე) უზრუნველყონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების დამზადება.

4. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეებისათვის შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ფორმების შეუფერხებელი გაცემა, მათთვის სათანადო კონსულტაციების გაწევა, დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების კონტროლი და წარდგენილი დეკლარაციების შენახვის ორგანიზება.

5. სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა:

ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დროულ განხორციელებას. საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და წარდგენის სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ბ) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 20 აპრილამდე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №3) წარმოუდგინონ ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების წარდგენის თაობაზე.

6. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანიზაციებში განხორციელდეს 1998 წლის მიხედვით.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 1999 წლის 1 თებერვლიდან.

ე. შევარდნაძე

 

 

 

 

დებულება

საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. წინამდებარე დებულება საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესს.

2. ამ დებულებაში, თუ არ არის განსაკუთრებული მითითება, შესაბამისი ტერმინები გამოყენებულია საჯარო სამსახურის შესახებდა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 2

1. საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრში იგულისხმება მოსამსახურის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

2. საჯარო მოსამსახურესთან მუდმივად მცხოვრებად მიიჩნევა პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მოსამსახურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან უპირატესად ცხოვრობს მოსამსახურის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

    მუხლი 3

ამ დებულებით დადგენილი წესით შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ადგენენ საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები (პრეტენდენტები), გარდა იმ თანამდებობების პირებისა, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლით და რომლებიც ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო  დეკლარაციებს კანონით დადგენილი წესით წარადგენენ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში.   

თავი II

საჯარო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა

    მუხლი 4

1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის  ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).

2. პრეტენდენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ დეკლარაციას საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს სამსახურში შესვლისას.

    მუხლი 5

1. მოსამსახურეებისათვის შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების გაცემას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციები.

2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყონებლივ მიიღოს შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მხოლოდ ერთი ფორმა.

3. დეკლარაციის ფორმა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციამ ერთი და იგივე საჯარო მოსამსახურეზე განმეორებით შეიძლება გასცეს შესაბამისი მოსამსახურის მიერ სათანადო წერილობითი განმარტების წარდგენის საფუძველზე.

4. მოსამსახურის მიერ დეკლარაციის გაფუჭებული ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექცია ახალ ფორმას გასცემს წერილობითი განმარტების გარეშე.

    მუხლი 6

მოსამსახურე უშუალოდ წარადგენს შევსებულ დეკლარაციას. დეკლარაციის წარდგენის დღედ ჩაითვლება დეკლარაციის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში ჩაბარების დღე.

    მუხლი 7

ამ დებულებით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენა მოსამსახურეს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული „ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის “  წარდგენის ვალდებულებისაგან.

    მუხლი 8

მოსამსახურე დეკლარაციის წარუდგენლობისათვის პასუხს აგებს „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი III

დეკლარაციის შევსება

    მუხლი 9

საჯარო მოსამსახურის შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების წესი განისაზღვრება ამ დებულებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებით დამტკიცებული „თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო  დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციისიმ მუხლებით, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდის ამ დებულებასთან.

    მუხლი 10

1. დეკლარაციაში საჯარო მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შეტანილი მონაცემები უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას:

ა) მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ, ქონების სახეობის, მესაკუთრის, საბაზრო ღირებულების (ათ პროცენტიანი ცდომილების ფარგლებში) და უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მითითებით;

ბ) მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების (ფასიანი ქაღალდის სახეობის, ემიტენტისა და  რაოდენობის მითითებით) და საწარმოს დივიდენდების შესახებ;

გ) საბანკო დაწესებულებაში არსებული შენატანის შესახებ, რომლის განკარგვის უფლება აქვს მას და მისი ოჯახის წევრს, დაწესებულების რეკვიზიტების, შენატანის სახეობის და განმკარგავი პირის მითითებით;  

დ) მისი ოჯახის წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი).

2. დეკლარაციაში საჯარო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ მონაცემები უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულია ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით, როგორც საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით, ისე მის გარეშე; აგრეთვე სხადასხვა სახის ფულადი და ნივთმოგებების, ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლებნის შესახებ როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით.

3. მონაცემები შემოსავლების შესახებ მოსამსახურის მიერ დეკლარაციაში შეიტანება საანგარიშო წლის მიხედვით, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

4. სამსახურში შესვლისას, პრეტენდენტის მიერ თავისი და ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები  დეკლარაციაში შეიტანება შევსების დღის მდგომარეობით, ხოლო მონაცემები თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ – შევსების თვის პირველ რიცხვამდე წინა 12 თვის მიხედვით.

    მუხლი 11

საანგარიშო პერიოდის (წლის) მიხედვით დეკლარაციაში შესატანი შემოსავლების მოცულობების განსაზღვრისას გამოიყენება შემოსავლების მიღების მომენტის განსაზღვრის საკასო მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძოდ:

ა. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლის მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულადი სახსრების მიღების მომენტი;

ბ. უნაღდო ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში საჯარო მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრის საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვაც ან რომლიდანაც სახსრების მიღების უფლება აქვს საჯარო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს;

გ. ფინანსური ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

    მუხლი 12

საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ ნატურალური ფორმით მიღებული შემოსავლები აისახება შემოსავლის მიღების დროისათვის არსებული ფასებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები – ეროვნულ ვალუტაში, მიღების დღისთვის არსებული საბანკო კურსის მიხედვით.

    მუხლი 13

1. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც წარედგინა დეკლარაცია, უფლებამოსილია მოსამსახურეს მიმართოს წერილობითი წინადადებით დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების შესახებ, თუ:

ა) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი იძლევა მისი არსებითად სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას;

ბ) შეუძლებელია დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ერთგვაროვანი წაკითხვა (აღქმა);

გ) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი არ შეიცავს შინაარსობრივად საკმარის ინფორმაციას დეკლარაციის სათანადო გრაფის შესავსებად.

2. მოსამსახურე საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციის წინადადების მიღებიდან ერთ კვირაში წერილობით წარუდგენს თავისი ხელმოწერით დადასტურებულ დასკვნას დასაზუსტებელი მონაცემის განმარტებისა და დაზუსტების შესახებ.

3. დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების შესახებ წინადადება მოსამსახურეს შეიძლება გაეგზავნოს დეკლარაციის წარდგენის შესაბამისი მომდევნო პერიოდის დაწყებამდე.

    მუხლი 14

მოსამსახურეს უფლება აქვს დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსებისათვის კონსულტაციის მიღების მიზნით ზეპირად ან წერილობით მიმართოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციას საქალაქო ორგანოს  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღოს მისგან პასუხი.

თავი IV

დეკლარაციის შენახვა

    მუხლი 15

დეკლარაცია და თანდართული მასალები მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ინახება საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში 10 წლით.

    მუხლი 16

1. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაციის წარდგენისთანავე საჯარო მოსამსახურეზე (პრეტენდენტზე) თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №2) გასცემს ცნობას დეკლარაციის წარდგენის შესახებ. ცნობას ხელს აწერს სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი და ესმება ბეჭედი.

    მუხლი 17.

ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობები აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.

 

დანართი №1

საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა

   საგადასახადო ინსპექციას

_______________________________

(ქალაქი, რაიონი)

საჯარო მოსამსახურისა (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის

დეკლარაცია

19_____ წლის ______________ სათვის

 

ნაწილი I. პირადი მონაცემები

სახელი, გვარი ___________________________________________________________________________

მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი და პირადი ნომერი __________________________

სამსახური, დაკავებული თანამდებობა _____________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

სამსახურის მისამართი, ტელეფონი ________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

მუდმივად საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი ___________________________

_________________________________________________________________________________________

 

ნაწილი II. მონაცემები თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირი) შესახებ

 

გვარი

სახელი

დაბადების ადგილი

დაბადების წელი

დაბადების თვე

დაბადების რიცხვი

ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი III. მონაცემები შემოსავლებზე, რომელიც მიღებულია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო პერიოდში

 

19______ წლის__________ დან 19 _____ წლის _________ მდე

 

3.1 ნებისმიერი ანაზღაურების სამუშაო, რომელსაც ასრულებთ ან საანგარიშო წლის განმავლობაში ასრულებდით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრი, საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის გარდა

 

სამუშაოს შემსრულებელი პირი

სამსახური, რომელშიც პირს ეკავა თანამდებობა ან ასრულებდა სამუშაოს

თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი

სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი

 

 

 

 

 

3.2 .თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით მიღებული შემოსავლები

 

საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი

საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება

მონაწილეობის ფორმა (ინდივიდუალური მეწარმე, პარტნიორი (აქციონერი), კონსულტანტი, სამეთვალყურეო სარევიზიო საბჭოს წევრი, დირექტორი, პროკურისტი, სავაჭრო წარმომადგენელი ან სხვა)

საწარმოს მარეგისტრი -

რებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი

საწარმოს იურიდიული მისამართი

მონაწილეობის დროის მონაკვეთი

საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი

 

 

 

 

 

 

 

 

3.3. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) აღემატება 5000 ლარს და ასახული არ არის ამ დეკლარაციის სხვა ნაწილებში

 

ვის ჰქონდა შემოსავალი

შემოსავლის სახეობა

შემოსავლის ოდენობა (ღირებულება)

 

 

 

 

3.4. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების სხვა სახის შემოსავლების ჯამური ოდენობა (ღირებულება), რომელთაგანაც თითოეული არ აღემატება 5000 ლარს და რომელიც ასახული არ არის ამ დეკლარაციის სხვა ნაწილებში : ______ლარი

 

ნაწილი IV. მონაცემები თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობაზე

 

4.1. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები

 

ნივთის სახეობა, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა

ნივთის მესაკუთრე (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, მიუთითეთ თანამესაკუთრის სახელი, მამის სახელი, გვარი)

მათ შორის შეძენილი საანგარიშო პერიოდში

ნივთის საბაზრო ღირებულება (თუ ნივთი წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, მიუთითეთ აგრეთვე თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის წილის ოდენობა)

 

 

 

თარიღი

ორგანო, რომელმაც მოახდინა შეძენის სახელმწიფო რეგისტრაცია და დამოწმება

 

1

2

3

4

5

6

2

მიწის ნაკვეთი

1)

2)

3)

 

 

 

 

3

საცხოვრებელი სახლი

1)

2)

3)

აგარაკი

 

 

 

 

4

1)

2)

3)

 

 

 

 

5

ავტოფარეხი

1)

2)

3)

 

 

 

 

6

სატრანსპორტო საშუალებანი, მათ შორის საჰაერო, წყლის

1)

2)

3)

 

 

 

 

7

სხვა უძრავი და მოძრავი ნივთები, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 5000 ლარს

1)

2)

3)

4)

5)

 

 

 

 

8

სხვა ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი

X

X

X

 

 

4.2. თქვენს, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები, საწარმოს დივიდენდები

 

ფასიანი ქაღალდის სახეობა, ემიტენტი

ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე

ფასიანი ქაღალდის რაოდენობა

დივიდენდები

 

 

 

 

 

4.3. საბანკო დაწესებულებაში არსებული შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს

 

შენატანის განმკარგავი პირი

საბანკო დაწესებულების რეკვიზიტები

შენატანის სახეობა

 

 

 

 

შენიშვნა:

1. პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის მონაცემების ნაცვლად შეიტანება პასპორტის სერია და ნომერი.

2. მიეთითება მიწის ნაკვეთის სახეობა (სასოფლო, არასასოფლო), მდებარეობა, ფართი.

დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ

„_____“  __________ 19____ წ. _________________________________________

                                                                      (საჯარო მოსამსახურის ხელის მოწერა)

 

 

დანართი №2

საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის _______________________________ საგადასახადო ინსპექციის უფროსი                                                                            (ქალაქი, რაიონი)

 

ც ნ ო ბ ა

საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე

1. საჯარო სამსახურის (პრეტენდენტის):

ა) სახელი, გვარი ________________________________________________________________________

ბ) სამსახური ___________________________________________________________________________

გ) დაკავებული თანამდებობა ____________________________________________________________

დ) პირადი ნომერი (პასპორტის სერია და ნომერი)__________________________________________

_______________________________________________________________________________________

2. ___________________________________________________  მიერ 19____ წლისათვის შემოსავლისა

                         (საჯარო მოსამსახურის სახელი, გვარი )

და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარმოდგენას

 

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონის (ქალაქის)

საგადასახადო ინსპექციის უფროსი  __________________________

                                                                                       (ხელმოწერა)

 

________________________

                                                                                                 (თარიღი)

დანართი №3

წარედგინება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს

საანგარიშო წლის მომდევნო წლის 20 აპრილამდე

 

სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის

დაწესებულება ________________________________________________________________________

                                                                                           (დასახელება)

მისამართი ____________________________________________________________________________

დაწესებულების ხელმძღვანელი ________________________________________________________

                                                                                                                 (სახელი, გვარი)

ტელეფონის ნომერი ___________________________

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების წარდგენის თაობაზე

19_________ წლისათვის

 

დასახელება

კაცი

საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რიცხოვნობა 19... წლის 31 მარტისათვის, სულ :

 

 

მათ შორის:

 

)

ექვემდებარებოდნენ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების წარდგენას

 

)

ფაქტობრივად წარადგინა დეკლარაცია შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ

 

 

 დაწესებულების ხელმძღვანელი _____________________________________

                                                                                           (ხელმოწერა)

თარიღი:

 

შემსრულებელი: ___________________________________

                                                          (სახელი, გვარი)

 

10. 29/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 350 - ვებგვერდი, 29/05/2013 9. 19/04/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 318 - ვებგვერდი, 20/04/2012 8. 31/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 197 - სსმ, 33, 31/03/2010 7. 23/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 124 - სსმ, 23, 26/02/2010 6. 11/01/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 16 - სსმ, 4, 13/01/2010 5. 13/05/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 245 - სსმ, 60, 18/05/2009 4. 20/06/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 370 - სსმ, 87, 22/06/2007 3. 01/03/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 144 - სსმ, 28, 02/03/2007 2. 03/05/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 219 - სსმ, 43, 08/05/2002 1. 27/03/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 105 - სსმ, 29, 05/04/2000