„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 18/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08
  • Word
245
13/05/2009
სსმ, 60, 18/05/2009
010.340.000.08
„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №245

2009 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების დამზადება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეებისათვის შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ფორმების შეუფერხებელი გაცემა, მათთვის სათანადო კონსულტაციების გაწევა, დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების კონტროლი და წარდგენილი დეკლარაციების შენახვის ორგანიზება.“;

ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

ამ დებულებით დადგენილი წესით შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას წარადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები (პრეტენდენტები), გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა ჩამონათვალიც განსაზღვრულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით და რომლებიც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სსიპ – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში.

    მუხლი 4.

1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში (შემდეგში – საგადასახადო ორგანო)) წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).

2. პრეტენდენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ დეკლარაციას საცხოვრებელი ან დასაკავებელი სამუშაო ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენს სამსახურში შესვლისას.

    მუხლი 5.

საჯარო მოსამსახურეს (პრეტენდენტს) უფლება აქვს თავად მოიპოვოს დადგენილი ფორმის დეკლარაცია ან მიმართოს საგადასახადო ორგანოს მის მისაღებად. საგადასახადო ორგანოები საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენ დეკლარაციის ფორმის გაცემას.

    მუხლი 6.

საჯარო მოსამსახურე (პრეტენდენტი) უშუალოდ წარადგენს შევსებულ დეკლარაციას. დეკლარაციის წარდგენის დღედ ჩაითვლება დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში ჩაბარების დღე.“;

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა დეკლარაცია, უფლებამოსილია საჯარო მოსამსახურეს (პრეტენდენტს) მიმართოს წერილობითი წინადადებით დეკლარაციის მონაცემების დაზუსტების შესახებ, თუ:

ა) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი იძლევა მისი არსებითად სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას;

ბ) შეუძლებელია დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ერთგვაროვანი წაკითხვა (აღქმა);

გ) დეკლარაციის შესაბამისი მონაცემი არ შეიცავს შინაარსობრივად საკმარის ინფორმაციას დეკლარაციის სათანადო გრაფის შესავსებად.

2. საჯარო მოსამსახურე (პრეტენდენტი) საგადასახადო ორგანოს წინადადების მიღებიდან ერთ კვირაში წერილობით წარუდგენს თავისი ხელმოწერით დადასტურებულ დასკვნას დასაზუსტებელი მონაცემის განმარტების შესახებ.“;

ვ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

საჯარო მოსამსახურეს (პრეტენდენტს) უფლება აქვს დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსებისათვის კონსულტაციის მიღების მიზნით ზეპირად ან წერილობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს პასუხი.

    მუხლი 15.

დეკლარაცია და თანდართული მასალები ინახება საგადასახადო ორგანოში 10 წლით.

    მუხლი 16.

საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისთანავე საჯარო მოსამსახურეზე (პრეტენდენტზე) თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №2) გაიცემა ცნობა დეკლარაციის წარდგენის შესახებ. ცნობას ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს უფროსი და ესმება ბეჭედი.

    მუხლი 17.

ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობები აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში.“;    

ზ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საგადასახადო

ორგანოს აღნიშვნა

 

 საგადასახადო ორგანოს

 

                                                                                                                    (ქალაქი, რაიონი)

 

საჯარო მოსამსახურისა (პრეტენდენტის) და მისი ოჯახის წევრების

შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის

დეკლარაცია

20–––– წლის  ––––––––– სათვის“;

 

თ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის III ნაწილის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი III. მონაცემები შემოსავლების შესახებ, რომელიც მიღებულია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო პერიოდში 20––– წლის –––––––– დან 20 ––––– წლის ––––––––––მდე“;

ი) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის III ნაწილის 3.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით მიღებული შემოსავლები

 

საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი

საწარმოს სრული საფირმო სახელწო-დება

საწარმოს საქმია-ნობაში მონაწილე პირის სამართლებ-რივი სტატუსი (ინდივიდუალური მეწარმე, პარტნიორი (აქციონერი)კონსულ-ტანტი, სამეთვალ-ყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი, პროკურისტი, სავაჭ-რო წარმომადგე-ნელი ან სხვა)

საწარმოს მარეგისტრი-რებელი ორგანო და რეგისტრა-ციის თარიღი

საწარმოს

იურიდიული

მისამართი

მონაწი-ლეობის

დროის

მონაკვეთი

საწარმოს

საქმიანო-ბაში მონაწი-ლეობით

მიღებული შემოსავალი

 

 

 

 

 

 

“;

    

კ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის IV ნაწილის 4.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, უძრავი და მოძრავი ნივთები

 

ნივთის სახეობა,

უძრავი ნივთის

ადგილმდებარეობა

ნივთის მესაკუთრე (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, მიუთითეთ თანამესაკუთრის სახელი, მამის სახელი, გვარი)

მათ შორის შეძენილი საანგარიშო პერიოდში

ნივთის საბაზრო ღირებულება (თუ ნივთი წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, მიუთითეთ აგრეთვე თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის წილის ოდენობა)

 

 

თარიღი

ორგანო, რომელმაც მოახდინა ნივთის (უფლების) სახელმწიფო რეგისტრაცია

 

მიწის ნაკვეთი

1)

2)

3)

საცხოვრებელი სახლი

1)

2)

3)

აგარაკი

1)
2)
3)

ავტოფარეხი

1)
2)
3)

სატრანსპორტო

საშუალებანი, მათ

შორის საჰაერო,

წყლის

1)
2)
3)

სხვა უძრავი და

მოძრავი ნივთები,

რომელთაგან თი-

თოეულის ღირებულება აღემატება

5000 ლარს. ასევე

5000 ლარზე მეტი

ოდენობის ნაღდი

ფული, რომელიც

არ არის განთავსებული საბანკო დაწესე-ბულებებში

1)
2)
3)
4)
5)

სხვა ნივთების საბაზრო ღირებულების ჯამი“;

 

 

 

 

 

ლ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის მონაცემების ნაცვლად შეიტანება პასპორტის სერია და ნომერი.

2. მიეთითება მიწის ნაკვეთის სახე (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), მდებარეობა, ფართობი.

დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ

„--“ ------––- 20 ---- წ. -––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                     საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) ხელის მოწერა“;

    

მ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 

--------------------------------- საგადასახადო ორგანოს უფროსი

             (ქალაქი, რაიონი)

ც ნ ო ბ ა

საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) მიერ შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე

1. საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის):

ა) სახელი, გვარი ---------------------------------------------------------

ბ) სამსახური --------------------------------------------------------------

გ) დაკავებული (დასაკავებელი) თანამდებობა -----------------------

დ) პირადი ნომერი (პასპორტის სერია და ნომერი) ------------------

2. ------------------------------------- მიერ 20 --- წლისათვის შემოსავლისა

(საჯარო მოსამსახურის (პრეტენდენტის) სახელი, გვარი) და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარმოდგენას

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ

საგადასახადო ორგანოს უფროსი -----------------------

                                                                                     (ხელმოწერა)

 ---------------------------------- (თარიღი)“;

ნ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულებით დამტკიცებული №3 დანართი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი