,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
197
31/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 197

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) უზრუნველყონ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების დამზადება.“;

ბ) მე-4 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

გ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში (შემდეგში – საგადასახადო ორგანო) წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).“;

გ.ბ) მე-16 მუხლში სიტყვების: ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში,“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ.გ) №2 დანართში სიტყვები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი