კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში 2012 წლის 29 ივნისის კანონით შეტანილ იქნა ცვლილებები(29.06.2012, №6611), რომლითაც აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნა, აღნიშნული პუნქტების თანახმად, სამსახურში შესვლისას , აგრეთვე შემდგომ ყოველწლიურად , მოსამსახურეს ( პრეტენდენტი ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურისთვის უნდა წარედგინა თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა. ამასთანავე, დეკლარაციის წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავდა საქართველოს კანონმდებლობა- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარე,გაუქმდა შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება (გარდა თანამდებობის პირებისა,რომელსაც ცალკე კანონმდებლობა არეგულირებს). ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებულებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები.